ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 5. ეროვნული ფილმი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

1.ფილმი ჩაითვლება ეროვნულად, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ფილმი იქმნება საქართველოს სახელმწიფო ენაზე; ბ) ფილმის პროდიუსერია საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი; გ) ფილმის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები; დ) ფილმის გადამღები ჯგუფის (დამდგმელი-რეჟისორები, დამდგმელი-ოპერატორები, ოპერატორები, ხმის ოპერატორები, მხატვრები, კოსტიუმების მხატვრები, მემონტაჟეები, მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები) შემადგენლობის 30 პროცენტს არ აღემატება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა; ე) ფილმის წარმოების, ტირაჟირების, გაქირავებისა და ჩვენების მიზნით გაწეული სამუშაოების მთლიანი მოცულობის არანაკლებ 50 პროცენტს ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული კინოორგანიზაცია.

2.ეროვნულად ჩაითვლება უცხო ენაზე (არა სახელმწიფო ენაზე) გადაღებული ფილმი, თუ ეს (უცხო ენაზე გადაღება) განპირობებული იყო სცენარის სპეციფიკით და ფილმი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

3.ეროვნულ ფილმად შეიძლება ჩაითვალოს ერთობლივი წარმოების ფილმიც, თუ ის გადაიღეს უცხოურ კინოორგანიზაციებთან ერთად შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობების დაცვით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან კონკრეტული ფილმის პროექტის შესაბამისობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება ამ კანონისა და ეროვნული ფილმის დებულების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 იან. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10614144¹⁰2051¹212101220275
მნიშვნელობით ახლოსეროვნული კინემატოგრაფი…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…სპორტის შესახებპროფესიული თეატრების შ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა