მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება მაგისტრალური გაზსადენი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: გაზსადენი, რომლის ნაგებობების და მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება გაზის ტრანსპორტირება მაღალი წნევით მომწოდებლიდან მომხმარებლამდე და ხაზობრივი ნაწილის დიამეტრი ტოლი ან მეტია 150 მმ-ზე. მუხლი 24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ( მათ შორის , რადიაციული და ბირთვული ობიექტების) , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების დამდგენი პარამეტრები განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების), როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების დამდგენი პარამეტრები განსაზღვრულია “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით.
მუხლი 23. მაგისტრალური გაზსადენის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები
რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 14 ნოე. 2023
თემები:დაბინძურების კონტროლი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხირას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

