1.ინსაიდერული ინფორმაციაა:
ა) ზუსტი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და რომელმაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს;
ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლისთვის ან პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია კლიენტის დავალებების შესრულებისთვის, − ინფორმაცია, რომელსაც აღნიშნულ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან პირს კლიენტი აწვდის და რომელიც ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კლიენტის მიმდინარე დავალებების შესრულებას ეხება, თუ ეს ინფორმაცია არის ზუსტი ხასიათის, საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და მან საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
2.ინფორმაცია ზუსტი ხასიათის ინფორმაციად მიიჩნევა, თუ იგი ეხება გარემოებას, რომელიც არსებობს ან რომელმაც შესაძლებელია მომავალში იარსებოს, ან შეიცავს ცნობას იმ მოვლენის შესახებ, რომელიც მოხდა ან შესაძლებელია მოხდეს, ამავდროულად, ეს ინფორმაცია საკმარისად განსაზღვრულია, რათა გამოტანილ იქნეს დასკვნა ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ამ გარემოების ან მოვლენის შესაძლო ეფექტის თაობაზე. ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, რომლის მიზანია დადგეს ან რომლის შედეგადაც დადგება კონკრეტული გარემოება ან მოვლენა, ეს გარემოება ან მოვლენა, აგრეთვე ამ პროცესის განმავლობაში აღნიშნული გარემოების ან მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით განხორციელებული შუალედური ნაბიჯები შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზუსტი ხასიათის ინფორმაციად.
3.ინფორმაციად, რომელმაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, მიიჩნევა ინფორმაცია, რომელსაც საღად მოაზროვნე ინვესტორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენებდა.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინსაიდერული ინფორმაციაა:ა) ზუსტი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და რომელმაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს;ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლისთვის ან პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია კლიენტის დავალებების შესრულებისთვის, − ინფორმაცია, რომელსაც აღნიშნულ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან პირს კლიენტი აწვდის და რომელიც ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კლიენტის მიმდინარე დავალებების შესრულებას ეხება, თუ ეს ინფორმაცია არის ზუსტი ხასიათის, საჯაროდ არ გამჟღავნებულა და პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ერთ ან რამდენიმე ფასიან ქაღალდს ან მის/მათ ემიტენტს/ემიტენტებს და მან საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.2. ინფორმაცია ზუსტი ხასიათის ინფორმაციად მიიჩნევა, თუ იგი ეხება გარემოებას, რომელიც არსებობს ან რომელმაც შესაძლებელია მომავალში იარსებოს, ან შეიცავს ცნობას იმ მოვლენის შესახებ, რომელიც მოხდა ან შესაძლებელია მოხდეს, ამავდროულად, ეს ინფორმაცია საკმარისად განსაზღვრულია, რათა გამოტანილ იქნეს დასკვნა ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ამ გარემოების ან მოვლენის შესაძლო ეფექტის თაობაზე. ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, რომლის მიზანია დადგეს ან რომლის შედეგადაც დადგება კონკრეტული გარემოება ან მოვლენა, ეს გარემოება ან მოვლენა, აგრეთვე ამ პროცესის განმავლობაში აღნიშნული გარემოების ან მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით განხორციელებული შუალედური ნაბიჯები შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზუსტი ხასიათის ინფორმაციად.3. ინფორმაციად, რომელმაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში შესაძლებელია ფასიანი ქაღალდის/ქაღალდების ან მასთან/მათთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, მიიჩნევა ინფორმაცია, რომელსაც საღად მოაზროვნე ინვესტორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენებდა.საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 იან. 1999 – 28 ივლ. 2020მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.