ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 10¹. ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნავთობის ეროვნულ კომპანიას სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ ფართობზე, რომელზედაც არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება და დაწყებული არ არის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.

2.სააგენტო ნავთობის ეროვნულ კომპანიას ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლებას მიანიჭებს, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის შემუშავებულ პროექტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი მიენიჭება.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს ახორციელებს სააგენტოსთან დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად, რომლის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტურია.

4.ამ მუხლის საფუძველზე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით ნავთობის ეროვნული კომპანია არ ასრულებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის გადახდისა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვისა. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. თავი III. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებები, ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის თავისებურებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 30 ივნ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10965¹96²222²34279112810910¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ტერიტორიაზ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა