ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 9. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ასრულებს საწარმო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2.ამ კანონის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია: ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე; ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება; გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა; დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება; ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით; ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომელთა შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით.

3.საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს: ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით; ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი; გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3580-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1039 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 29 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესავალში წილის მფლობელთა წრე გაფართოვდა სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოთი; „გ“ ქვეპუნქტში დაზუსტდა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი“, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვა „რომლის“ „რომელთა“-ით შეიცვალა.

  2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში ეროვნული კომპანიის ფუნქციების მოქმედების პირობად სახელმწიფოს წილის ზღვარი 75%-ზე მეტიდან 50%-ზე მეტამდე შეიცვალა.

  3. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციათა ჩამონათვალს დაემატა რეგულირების საფასურის გადახდა.

  4. მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ამოღებულია კომიტეტის შექმნის მიზნის აღნიშვნა, ფუნქციები არაამომწურავად განისაზღვრება და განხორციელების კონტროლი სააგენტოსთან ერთად ხორციელდება; „ვ“ ქვეპუნქტში ფორმულირება შეიცვალა „რომლის შესრულებაც“-ით.

  5. მე-9 მუხლის პირველ პუნქტში „საქნავთობის“ ნაცვლად ფუნქციებს ახორციელებს პრეზიდენტის ბრძანებულებით სტატუსმინიჭებული საწარმო; მე-2 პუნქტში შეიცვალა ჯვარედინი მითითება და მფლობელობის პირობა, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა.

  6. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ხელშეკრულების პარაფირების ფუნქცია ეხება კომისიის მიერ ოფიციალურ ხელმოწერამდე პერიოდს; სააგენტო ამ ფორმულირებიდან ჩანაცვლებულია კომისიით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
510¹8¹13734296412653149
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ტერიტორიაზ…იპოთეკით დაცული ობლიგა…დემატერიალიზებული ფასი…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა