Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 27

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ მუხლში მოცემული ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ განაწილების ლიცენზიატზე, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას.

2.განაწილების ლიცენზიატს მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას უფლება არა აქვს მოახდინოს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით მომსახურების პირობების ცვლილება (მათ შორის, ურთიერთშეთანხმებული ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილება). შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, ვალდებულია საცალო მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული პირობებით (ამ თავში განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით).

3.თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის.

4.თუ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესები ან/და აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტი უშვებს მიმწოდებელსა და ამა თუ იმ სახის (კატეგორიის) მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრას, და თუ ამ ურთიერთობებზე არ დგინდება სამომხმარებლო ტარიფები, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა ან შემცირება (მათ შორის, შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების მიზნით) განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადების შემდეგ (ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადებას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება).

5.ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელმა ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა შეიძლება განახორციელოს საცალო მომხმარებელთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 1 თვის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოაშკარავებიდან არანაკლებ 2 თვის განმავლობაში, საცალო მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საფასურის გაზრდამდე არსებული ფასით. 5 ​1 . ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადები და პროცედურები არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილ ტარიფებთან მიმართებაში.

6.მომხმარებლის მიერ შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება, ან/და სხვა ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ასეთი მოქმედების შედეგად მომხმარებლის თანხმობის მიუხედავად, თუ დადასტურდება ამ პუნქტით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება და მომხმარებელს ზიანის კომპენსაციასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით (მიუხედავად იმისა, წარმოებდა თუ არა მხარეებს შორის მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე სხვა საფასურით ანგარიშსწორება).

7.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა იმ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელთა მიმართ განხორციელდა აღნიშნული პირობებისა და პროცედურების დარღვევა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. თავი V მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ მუხლში მოცემული ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ განაწილების ლიცენზიატზე, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას. 2. განაწილების ლიცენზიატს მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას უფლება არა აქვს მოახდინოს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით მომსახურების პირობების ცვლილება (მათ შორის, ურთიერთშეთანხმებული ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილება). შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, ვალდებულია საცალო მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული პირობებით (ამ თავში განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით). 3. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის. 4. თუ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესები ან/და აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტი უშვებს მიმწოდებელსა და ამა თუ იმ სახის (კატეგორიის) მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრას, და თუ ამ ურთიერთობებზე არ დგინდება სამომხმარებლო ტარიფები, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა ან შემცირება (მათ შორის, შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების მიზნით) განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადების შემდეგ (ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადებას წინ უნდა უსწრებდეს ამ ინფორმაციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება). 5. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელმა ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა შეიძლება განახორციელოს საცალო მომხმარებელთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 1 თვის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოაშკარავებიდან არანაკლებ 2 თვის განმავლობაში, საცალო მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საფასურის გაზრდამდე არსებული ფასით. 5 ​1 . ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადები და პროცედურები არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილ ტარიფებთან მიმართებაში. 6. მომხმარებლის მიერ შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება, ან/და სხვა ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ასეთი მოქმედების შედეგად მომხმარებლის თანხმობის მიუხედავად, თუ დადასტურდება ამ პუნქტით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება და მომხმარებელს ზიანის კომპენსაციასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით (მიუხედავად იმისა, წარმოებდა თუ არა მხარეებს შორის მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე სხვა საფასურით ანგარიშსწორება). 7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა იმ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელთა მიმართ განხორციელდა აღნიშნული პირობებისა და პროცედურების დარღვევა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. თავი V მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 29 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 იან. 2020 – 10 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  2. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 20 ნოე. 2023

    27 მუხლს დაემატა 12-16 პუნქტები ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირების, მიერთების საფასურის განაწილების, საერთო საკუთრებაზე მიერთების, უცნობი მიერთების, ამოქმედების ვადისა და კომპანიის ანგარიშის შესახებ, ასევე დაემატა ახალი საფასურების დანართები.

  3. 19 აგვ. 2022
  4. 10 თებ. 2020· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 4 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2023
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება
  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 40ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები
  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები
  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 5მომსახურების გაწევა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 13პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება
  • 12ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²1312135283126414010927
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026