ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 20. მიწის მინაკუთვნი

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით სააგენტო იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ, მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

2.თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს), ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მესაკუთრის მიერ მისთვის ამ მიწის ნაკვეთის გამოყენების ექსკლუზიური უფლების ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაცემის შესახებ. ეს ხელშეკრულება ინვესტორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ხელშეკრულების დადების მიზნით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

3.სააგენტოს აქვს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლების განსახორციელებლად სააგენტო შეიმუშავებს და იღებს შესაბამის წესებსა და ნორმატიულ აქტებს.

4.თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის მესაკუთრესთან მისი მიწის ნაკვეთის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დაფაროს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაეცემა მიწის მესაკუთრეს.

5.ყველა მონაწილე მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ემინენტ დომეინის საქმის საჯარო განხილვაში, წარადგინოს თავისი არგუმენტები, მოწმეები და დამამტკიცებელი საბუთები, გააკრიტიკოს სხვა მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტები, მოითხოვოს მოწმეების ჯვარედინი დაკითხვა, დაეჭვდეს წარდგენილი მტკიცებულებების სისწორეში და მოითხოვოს მათი გადამოწმება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 12 აპრ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 20 მარ. 2001 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-20 მუხლის 1–4 პუნქტებში მიწის დოკუმენტის გადაცემის, ხელშეკრულების წარდგენისა და ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლებამოსილებები კომისიიდან სააგენტოზე გადავიდა.

  2. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-20 მუხლში ლიცენზიისა და მიწის სარგებლობის დოკუმენტის გადაცემა, ხელშეკრულების წარდგენა და ემინენტ დომეინის საქმის დაწყება სააგენტოდან კომისიას გადაეცა; მიწის დოკუმენტს ახლა ამზადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101930⁴4312471255520
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…ინვესტიციების სახელმწი…თავისუფალი ტურისტული ზ…ამნისტიის შესახებსაინვესტიციო საქმიანობ…კვერეთის აღკვეთილის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა