1.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების შესათავაზებლად; ფართობის შეთავაზების ფორმის (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან; ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და მას გადასცეს მოთხოვნილი დოკუმენტები; ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან, ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ეფექტიანად განსახორციელებლად; ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს; ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი; კ) (ამოღებულია); ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება; მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა; ტ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება; უ) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების რეგულირება და მონიტორინგი და ამ კანონის 25 12 მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4001 – ვებგვერდი, 21.07.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5648 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონშერჩევაინვესტორებსინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;ან/დაბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების შესათავაზებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისაფორმის (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლადან/დაბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლადან/დაბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან; ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვისინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლადან/დაბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას გადასცეს მოთხოვნილი დოკუმენტები; ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთანრესურსებთან,ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით,გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისაშესაქმნელად და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანადან/დაგანხორციელებისბუნებრივიმიზნით;წყალბადისოპერაციების ეფექტიანად განსახორციელებლად; ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს; ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი; კ) (ამოღებულია); ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება; მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა; ტ )ტ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების , მომზადებისშეგროვების,,მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება; უ) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების რეგულირება და მონიტორინგი და ამ კანონის 25 12 მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4001 – ვებგვერდი, 21.07.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5648 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. მუხლი 8 2 . სააგენტოს ბიუჯეტი სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 20072025 წლის 512 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11№671მარტის–კანონივებგვერდი,№4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.16.06.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
15 დეკ. 2022 – 30 ივნ. 2025ტექსტი უცნობია
1 ივლ. 2017 – 29 დეკ. 2017ტექსტი უცნობია
10 მაი. 2017 – 1 ივლ. 2017ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2019
8¹ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში საოპერაციო და კომერციული მოვალეობების ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის გადაცემის პირობა, 50%-ზე მეტი წილის ფლობა, ახლა ეხება სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს.
8¹ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მოვალეობების ეროვნული კომპანიისთვის გადაცემის პირობად სახელმწიფოს წილის ზღვარი 75%-დან 50%-ზე მეტამდე შეიცვალა.
8¹ მუხლი სააგენტოს უფროსის ბრძანებების ნაცვლად არეგულირებს კომისიის შემადგენლობას: 3 წევრი, 6-წლიანი ვადა, პრეზიდენტის მიერ დანიშვნა და თავმჯდომარის უფლებამოსილება.
დაემატა 8¹ მუხლი სააგენტოს უფროსის ბრძანების ნორმატიულ აქტად განსაზღვრითა და გამოცემის ფარგლებით.
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…კონკურენციის შესახებმიწის მიზნობრივი დანიშ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სივრცის და…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა