1.სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.
2.სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.
3.აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება:
ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ;
გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ;
დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.
4.აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. ამ სააღსრულებო მოქმედების კრედიტორის გამოუცხადებლობის გამო გადადების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო მოქმედების მხარეებს ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას და კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებას.
5.თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის.
6.თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
7.აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები. სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში.
8.უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების პოლიცია ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება.
9.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .
10.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .
11.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .
12.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტისა და პოლიციის გაფრთხილების ბათილად ცნობა და გამოსახლებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფა
დავა ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტისა და პოლიციის გაფრთხილების ბათილად ცნობას, რომლებიც უძრავი ქონებიდან გამოსახლებას უკავშირდება. მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციისათვის უძრავი ნივთის გამოთხოვის აკრძალვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ დავაში მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ გამოიყენებოდა აღსრულების პოლიციის მიმართ, რადგან ის დავის მხარე არ იყო. სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა.
რა წინაპირობები უნდა შესრულდეს, რათა სასამართლომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 31-ე მუხლით აღსრულების ღონისძიების გაუქმების საკითხი განიხილოს?
მ. მ-ემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე წარმოებული აღსრულების ღონისძიების გაუქმება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 31-ე მუხლით სასამართლოსთვის მიმართვას წინ უნდა უძღოდეს მოვალის განცხადება აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი, აღსრულების გადადება და დადგენილი ვადის გაგრძელება. რადგან განმცხადებელს ბიუროსთვის არ მიუმართავს და ვადა არ გაგრძელებულა, სასამართლომ ღონისძიების გაუქმების საკითხზე მსჯელობა შეუძლებლად მიიჩნია. სსსკ 419-ის საფუძველზე კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.
როდის შეიძლება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა და ვის შეუძლია მისი მოთხოვნა?
განმცხადებელი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული კრედიტორის მემკვიდრე, ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატს 1991 წლის გადაწყვეტილების აღსასრულებლად. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დუბლიკატი გაიცემა დედნის დაკარგვის შემთხვევაში და უფლებამონაცვლის მიმართ მისი გაცემა უფლებამონაცვლეობის დადასტურებას მოითხოვს. სასამართლოს თანახმად, არ იყო წარმოდგენილი გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება. სასამართლომ განცხადება არ დააკმაყოფილა; განჩინება საბოლოოა.
რა წინაპირობებით შეუძლია გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მისი სარეზოლუციო ნაწილის განმარტება?
განმცხადებელი ითხოვდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში საკადასტრო კოდის მითითებას. უზენაესმა სასამართლომ განცხადება გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნად მიიჩნია და სსსკ 262 გამოიყენა. სასამართლომ დაადგინა, რომ სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილი არ იყო და აღსრულების ხელშეწყობის აუცილებლობა საქმის მასალებით არ იკვეთებოდა. განცხადება არ დაკმაყოფილდა; განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
რა წინაპირობები უნდა არსებობდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოსათხოვად?
მოსარჩელე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას მოითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის დროებით საზღვარგარეთ ყოფნა თავისთავად არ გამორიცხავდა მის მფლობელობას, როდესაც ქონებას მისი ოჯახის წევრები ფაქტობრივად ფლობდნენ, და რომ მოპასუხემ მართლზომიერი ფლობის საფუძველი ვერ დაამტკიცა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
რა წინაპირობები უნდა არსებობდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოსათხოვად?
დავა შეეხებოდა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემასა და საკუთრების უფლებაში ხელშეშლის აღკვეთას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრება რეესტრში იყო რეგისტრირებული, ხოლო მოპასუხემ ნივთის მართლზომიერი ფლობის საფუძველი ვერ დაამტკიცა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.2. სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.3. აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება:ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე;ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ;გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ;დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.4. აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. ამ სააღსრულებო მოქმედების კრედიტორის გამოუცხადებლობის გამო გადადების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო მოქმედების მხარეებს ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას და კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებას.5. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის.6. თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.7. აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები. სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში.8. უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების პოლიცია ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება.9. (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .10. (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .11. (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .12. (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №134 · ძალაშია 12 ნოე. 2026-დან
ტექსტი იტვირთება…
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ივლ. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
84-ე მუხლიდან ამოღებულია მე-11 პუნქტი (დოკუმენტის წარუდგენლობისას ქონების გამოთხოვისა და კრედიტორისათვის გადაცემის სააღსრულებო მოქმედება) და მე-12 პუნქტი (მფლობელის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა და შემძენის პასუხისმგებლობა ზიანზე).
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…ქალაქ თბილისის მუნიციპ…კანონიერი მოსარგებლეებ…მიმდინარე კონტროლის პრ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა