Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 84

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 84. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

რედაქცია №130 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემამოძრავი ქონების გამოთხოვაუძრავი ქონების აუქციონიპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვასააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისას

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.

2.სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.

3.აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.

4.აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. ამ სააღსრულებო მოქმედების კრედიტორის გამოუცხადებლობის გამო გადადების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო მოქმედების მხარეებს ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას და კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებას.

5.თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის.

6.თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

7.აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები. სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში.

8.უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების პოლიცია ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება.

9.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .

10.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .

11.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) .

12.(ამოღებულია - 11.12.2015, №4628) . საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

წინა მუხლი 83²შემდეგი მუხლი 85

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამომხმარებლო ვალის ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო აუცილებლობისთვის გასხვისება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არარეგისტრირებადი მოძრავი ქონებიდან გადახდევინება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №130

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 49რეალიზაცია
  • 78სეკვესტრი
  • 42მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 291იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე
  • 310ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)
  • 301იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 60გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება და ამოღება
  • 5კრედიტორთა მოთხოვნები
  • 87უზრუნველყოფილი კრედიტორის დაცვა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 5სახელმწიფო ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემა
  • 7ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
497842291310301242576058784
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026