სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 89¹. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულება

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების იძულებითი აღსრულების დაწყებისთანავე აღმასრულებელი მოვალეს აწვდის ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე, ამასთანავე, აღწერს დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას, მას ადებს ყადაღას, საჭიროების შემთხვევაში ლუქავს და შესანახად გადასცემს კრედიტორს ან მის მიერ მითითებულ პირს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, − მესამე პირს.

2.ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებითი აღსრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი.

3.ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მოვალე.

4.პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ დადგენილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას ყადაღისგან ათავისუფლებს და მფლობელობაში გადასცემს მოვალეს.

5.პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

6.პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასურის მოვალისთვის დაკისრებას უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული დადგენილება.

7.თუ დადგენილების გაუქმების ან სხვა საფუძვლის გამო დადგენილების აღსრულება შეწყდება, დადგენილების აღსრულების საფასურის ნახევარი გადაიხდება და იმავე სააღსრულებო საქმეზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2758 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების იძულებითი აღსრულების დაწყებისთანავე აღმასრულებელი მოვალეს აწვდის ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე, ამასთანავე, აღწერს დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას, მას ადებს ყადაღას, საჭიროების შემთხვევაში ლუქავს და შესანახად გადასცემს კრედიტორს ან მის მიერ მითითებულ პირს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, − მესამე პირს. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებითი აღსრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი. 3. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მოვალე. 4. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ დადგენილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას ყადაღისგან ათავისუფლებს და მფლობელობაში გადასცემს მოვალეს. 5. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 6. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასურის მოვალისთვის დაკისრებას უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული დადგენილება. 7. თუ დადგენილების გაუქმების ან სხვა საფუძვლის გამო დადგენილების აღსრულება შეწყდება, დადგენილების აღსრულების საფასურის ნახევარი გადაიხდება და იმავე სააღსრულებო საქმეზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2758 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 19 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 19 ივლ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ახალი 89¹ მუხლი ადგენს პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულების წესს (ქონების აღწერა, ყადაღა, შენახვა), ხარჯების მოვალისთვის დაკისრებას, ყადაღისგან გათავისუფლებას, აღსრულების საფასურის განსაზღვრას და შეწყვეტისას საფასურისა და ხარჯების ანაზღაურებას.

  2. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
391¹⁰7031015783 (დ…13⁹13⁶13¹⁰7791089¹
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…სააღსრულებო წარმოებათა…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა