1.ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება მონიშვნით ან 5.1, 5.8.7, 5.8.8. ნიშნებით, ხოლო თუ ისინი არ არის – თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ამასთან, საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარედ ითვლება მარცხნივ განლაგებული სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი.
2.გზაზე, რომელზედაც ოთხი ან მეტი ზოლი და ორმხრივი მოძრაობაა, აკრძალულია გზის სანაპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარეზე გასვლა.
3.მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა.
4.მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია.
5.სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ავითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების წინ გადაჯგუფება.
6.მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია, აგრეთვე შემოვლის, გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.
7.თუ სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მკაცრად მონიშნულ ზოლებზე. მონიშვნის წყვეტილ ხაზებზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაჯგუფების დროს.
8.იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც.
9.აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე (ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ნებადართულია საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების ავტომობილების მოძრაობა უშუალოდ გვერდულასთან, ტროტუართან ან ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ სავაჭრო და სხვა საწარმოებსა და ობიექტებთან, ტვირთის მიმტანი სატრანსპორტო საშუალებების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება.
10.მძღოლი მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე იცავს დისტანციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს შეჯახება. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.
11.დაუსახლებელ პუნქტში გზაზე მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს, ვალდებულია დაიცვას მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე ისეთი დისტანცია, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მათ წინ უსწრებენ, დაუბრკოლებლად შეეძლოთ ადრე დაკავებულ ზოლზე გადაჯგუფება. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ მძღოლი გასასწრებად ემზადება, აგრეთვე ინტენსიური მოძრაობის დროს და ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას.
როდის შეუძლია დაზარალებულს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად ან მასთან ერთად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა?
შპს ითხოვდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისი ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. დავა შეეხებოდა ნაწილობრივ შეკეთებული ავტომობილის დარჩენილი ზიანის ოდენობას და ფულადი კომპენსაციის ფარგლებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სათანადოდ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები უნდა გათვალისწინდეს და ანაზღაურდეს მხოლოდ დარჩენილი ზიანი. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
საქმის მთავარი საკითხი იყო, ადასტურებდა თუ არა მტკიცებულებები მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას და ქვეითთან შეჯახების თავიდან აცილების შესაძლებლობას. საკასაციო პალატამ ურთიერთსაწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნების შეფასებისას გაიზიარა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მძღოლი შემთხვევას ტექნიკურად ვერ აიცილებდა, და მიიჩნია, რომ ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა. პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებული გაამართლა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის პრეტენზია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი საპროცესო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს ემყარებოდა. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული ერთი წლის სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლა და შვიდწლიანი სასჯელი გაუნახევრა. საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და ექვსი თვით.
საგზაო პირობების შესაბამისი უსაფრთხო სიჩქარის შერჩევა
საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა მსჯავრდებულ მძღოლს უსაფრთხო სიჩქარისა და განათების შერჩევით ოთხ ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება. პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია სსკ 128-ით გათვალისწინებული დანაშაული და დაცვის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა სააპელაციო განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეაფასა საგზაო შემთხვევისთვის მსჯავრდების დამადასტურებელი მტკიცებულებები და არ გაიზიარა საჩივრების მტკიცება, რომ განაჩენი ვარაუდებსა და უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს ემყარებოდა. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრად შეეცვალა ერთი წლითა და ექვსი თვით გამოსაცდელი ვადით.
საკასაციო პალატამ განიხილა, დასაბუთებული იყო თუ არა მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლა. პალატამ გაითვალისწინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მოთხოვნა, დაზარალებულის ოჯახის ეკონომიკური ინტერესები და მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებული გარემოებები. საჩივარი დაკმაყოფილდა: სამი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით ჩაითვალა და ხუთი წლის გამოსაცდელი ვადა დაწესდა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება მონიშვნით ან 5.1, 5.8.7, 5.8.8. ნიშნებით, ხოლო თუ ისინი არ არის – თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ამასთან, საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარედ ითვლება მარცხნივ განლაგებული სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი.2. გზაზე, რომელზედაც ოთხი ან მეტი ზოლი და ორმხრივი მოძრაობაა, აკრძალულია გზის სანაპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარეზე გასვლა.3. მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა.4. მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია.5. სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ავითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების წინ გადაჯგუფება.6. მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია, აგრეთვე შემოვლის, გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.7. თუ სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მკაცრად მონიშნულ ზოლებზე. მონიშვნის წყვეტილ ხაზებზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაჯგუფების დროს.8. იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც.9. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე (ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ნებადართულია საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების ავტომობილების მოძრაობა უშუალოდ გვერდულასთან, ტროტუართან ან ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ სავაჭრო და სხვა საწარმოებსა და ობიექტებთან, ტვირთის მიმტანი სატრანსპორტო საშუალებების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება.10. მძღოლი მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე იცავს დისტანციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს შეჯახება. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.11. დაუსახლებელ პუნქტში გზაზე მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს, ვალდებულია დაიცვას მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე ისეთი დისტანცია, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მათ წინ უსწრებენ, დაუბრკოლებლად შეეძლოთ ადრე დაკავებულ ზოლზე გადაჯგუფება. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ მძღოლი გასასწრებად ემზადება, აგრეთვე ინტენსიური მოძრაობის დროს და ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო გზების შე…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…