Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებმუხლი 43

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 43. დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მართვა, გზებზე მოძრაობისას სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის ან ჯოგის მეხრეობა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისათვის.

2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასაკობრივი ცენზი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს 2 წლით.

3.ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს.

4.ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), საჯდომი და სასაპალნე პირუტყვის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას იყოფა ჯგუფებად – 10 ველოსიპედი, სასაპალნე და საჯდომი პირუტყვი და 5 საჭაპნე ოთხთვალა (მარხილი) თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 80-100 მეტრს.

5.ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ: ა) მოძრაობა, თუ ერთი ხელით მაინც არ უკავიათ საჭე; ბ) მგზავრების გადაყვანა 7 წლამდე ასაკის ბავშვის გარდა, საიმედო საფეხურებით აღჭურვილი დამატებითი დასაჯდომით; გ) იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტის გარეთ გადმოშვერილია 0,5 მეტრზე მეტი სიგანით ან სიგრძით და ხელს უშლის მართვაში; დ) გზაზე მოძრაობა, თუ გვერდით საველოსიპედო ბილიკია; ე) მოხვევა მარცხნივ ან გზაზე მობრუნება, სადაც ტრამვაი მოძრაობს, აგრეთვე იმ გზებზე, რომლებზედაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია.

6.აკრძალულია ველოსიპედისა და მოპედის ბუქსირება, აგრეთვე ველოსიპედითა და მოპედით ბუქსირება, გარდა იმ მისაბმელის ბუქსირებისა, რომელიც ველოსიპედთან ან მოპედთან ერთად განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის.

7.გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან საველოსიპედო ბილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლები გზას უთმობენ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

8.საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მძღოლმა გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.

9.პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, ხდება დღე-ღამის ნათელ დროს. მეხრემ პირუტყვი უნდა გადარეკოს გზის მარჯვენა ნაპირისაკენ რაც შეიძლება ახლოს.

10.რკინიგზის ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი ოდენობა იყოფა ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა.

11.საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მძღოლს, სასაპალნე, საჯდომი პირუტყვისა და საქონლის გამრეკებს ეკრძალებათ: ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; ბ) პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე და გზაზე, რომელზედაც ამისათვის არ არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა); გ) სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე.

12.თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც საავტომობილო გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5628 - ვებგვერდი, 09.01.2012წ. თავი VI. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

რედაქციების შედარება

1. ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მართვა, გზებზე მოძრაობისას სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის ან ჯოგის მეხრეობა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისათვის. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასაკობრივი ცენზი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს 2 წლით. 3. ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს. 4. ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), საჯდომი და სასაპალნე პირუტყვის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას იყოფა ჯგუფებად – 10 ველოსიპედი, სასაპალნე და საჯდომი პირუტყვი და 5 საჭაპნე ოთხთვალა (მარხილი) თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 80-100 მეტრს. 5. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ: ა) მოძრაობა, თუ ერთი ხელით მაინც არ უკავიათ საჭე; ბ) მგზავრების გადაყვანა 7 წლამდე ასაკის ბავშვის გარდა, საიმედო საფეხურებით აღჭურვილი დამატებითი დასაჯდომით; გ) იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტის გარეთ გადმოშვერილია 0,5 მეტრზე მეტი სიგანით ან სიგრძით და ხელს უშლის მართვაში; დ) გზაზე მოძრაობა, თუ გვერდით საველოსიპედო ბილიკია; ე) მოხვევა მარცხნივ ან გზაზე მობრუნება, სადაც ტრამვაი მოძრაობს, აგრეთვე იმ გზებზე, რომლებზედაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია. 6. აკრძალულია ველოსიპედისა და მოპედის ბუქსირება, აგრეთვე ველოსიპედითა და მოპედით ბუქსირება, გარდა იმ მისაბმელის ბუქსირებისა, რომელიც ველოსიპედთან ან მოპედთან ერთად განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის. 7. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან საველოსიპედო ბილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლები გზას უთმობენ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. 8. საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მძღოლმა გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს. 9. პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, ხდება დღე-ღამის ნათელ დროს. მეხრემ პირუტყვი უნდა გადარეკოს გზის მარჯვენა ნაპირისაკენ რაც შეიძლება ახლოს. 10. რკინიგზის ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი ოდენობა იყოფა ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა. 11. საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მძღოლს, სასაპალნე, საჯდომი პირუტყვისა და საქონლის გამრეკებს ეკრძალებათ: ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; ბ) პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე და გზაზე, რომელზედაც ამისათვის არ არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა); გ) სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე. 12. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც საავტომობილო გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5628 - ვებგვერდი, 09.01.2012წ. თავი VI.VI საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  2. 23 იან. 2012· გამოქვეყნდა 9 იან. 2012
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2013-12-24 · №29

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2014-01-03
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 35მოძრაობა ავტომაგისტრალზე
  • 40სასწავლო სვლა
  • 23ქვეითის მოვალეობან ი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 43ველოსიპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, მოპედის, მოტოციკლის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებთან დაკავშირებული სპეციალური წესები
  • 22მეხრესთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
  • 24ქვეითის მოძრაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 118³კიდულძრავიანი ველოსიპედით, მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა
  • 127ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა
  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა

პენიტენციური კოდექსი

  • 16მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 20პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგადი მოთხოვნები

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 9შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28354023118³1272504322249162043
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსიშინაურ ბინადარ ცხოველთ…ადგილობრივი მნიშვნელობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 დეკ. 2013