საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 30. გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არ მისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი; გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას.

2.ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან.

3.გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.

4.გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან უფრო მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

5.გასწრება აკრძალულია: ა) რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არ არის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა, სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა); ბ) ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მასზე მოძრაობს ქვეითი; გ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს; დ) იმ სატრანპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას; ე) აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.

6.ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები.

7.თუ შემხვედრის გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დათმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება.

1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-970-1271-082008-07-0815სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეუძლია თუ არა დაზიანებული ნივთის მფლობელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საკუთრების დამატებითი დადგენის გარეშე?

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ლ. ხ.-სგან ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული 29007.30 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ლ. ხ.-ს ბრალი, თუმცა დაზიანებული ავტომანქანის იდენტობა, ზიანის ოდენობა და სამინისტროს მოთხოვნის უფლება დამატებით გამოსაკვლევად ჩათვალა. სასამართლოს განმარტებით, დაზიანებული ნივთის მფლობელობის დადგენა საკმარისია მფლობელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოსათხოვად. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-890-1174-052006-01-177სამოქალაქო
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ უნდა შეაფასოს სასამართლომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები ავტომანქანის იდენტიფიკაციის შესახებ?

    სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. დავის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დაზიანებული ავტომანქანის იდენტიფიკაციისა და მისი მოსარჩელისთვის კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები სრულად არ გამოიკვლია და ექსპერტის დასკვნაში არსებული შეუსაბამობის გასარკვევად ზეპირი განმარტება უნდა მიეღო. სსსკ 412-ის საფუძველზე სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა. აქტში არის წინააღმდეგობა: სამოტივაციო ნაწილი საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას მიუთითებს, ხოლო სარეზოლუციო ნაწილი აცხადებს, რომ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, თუმცა ამავე დროს გადაწყვეტილებას აუქმებს და საქმეს აბრუნებს.

  • №213-აპ2004-10-079სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა და ადამიანის სიკვდილი

    საკასაციო პალატამ განიხილა საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის მსჯავრდებულის სასჯელის შემსუბუქების საკითხი. პალატამ გაითვალისწინა დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებისთვის ხელის შეწყობა, მსჯავრდებულის მძიმე დაზიანება და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე შემცირდა; განაჩენი დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა.

  • №22-აპ2004-03-0211სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა

    საკასაციო პალატამ განიხილა საგზაო შემთხვევის გარემოებათა გამოკვლევის სისრულე და საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვა. პალატამ დაადგინა, რომ შეჯახების ადგილი და მძღოლების შესაძლო პასუხისმგებლობა სათანადოდ არ იყო გარკვეული, ხოლო გამოძიებისას დაირღვა ქვემდებარეობის მოთხოვნა. სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას დაუბრუნდა; კერძო საკასაციო საჩივარი ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

  • №90-აპ2003-05-019სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    გასწრებისას საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადასვლა

    საკასაციო პალატამ განიხილა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული სიკვდილის საქმეზე მსჯავრდებულის დაცვის მხარის მოთხოვნა დამატებითი გამოძიებისთვის საქმის დაბრუნების შესახებ. პალატამ დადგენილად მიიჩნია მსჯავრდებულის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა და დაასკვნა, რომ გამოძიების ცალკეული ხარვეზები არ იყო არსებითი. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

  • №338632002-10-119სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია მტკიცებულებები, შესაძლებლობის ფარგლებში შეესწავლა შუამდგომლობები და შეეფასებინა ადმინისტრაციული დარღვევების შესაძლო მიზეზობრივი კავშირი შემთხვევასთან. გაუქმდა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის დაბრუნდა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არ მისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი; გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას. 2. ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. 3. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით. 4. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან უფრო მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. 5. გასწრება აკრძალულია: ა) რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არ არის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა, სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა); ბ) ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მასზე მოძრაობს ქვეითი; გ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს; დ) იმ სატრანპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას; ე) აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. 6. ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები. 7. თუ შემხვედრის გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დათმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2723123125127221034353327 (დ…28 (დ…30 (დ…30
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…კერძო დაცვითი საქმიანო…