1.ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემდეგ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.
2.მოძრაობის დაწყების წინ და მოძრაობის დროს მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს ტვირთის მასის გადანაწილება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტვირთის განლაგება, დამაგრება და მისი მდგომარეობა გადმოვარდნისა და მოძრაობის დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით.
3.ტვირთის გადაზიდვა დაიშვება, თუ იგი:
ა) არ ზღუდავს მძღოლის ხილვადობას;
ბ) არ აძნელებს მართვას და არ არღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას;
გ) არ ეფარება გარე მაშუქ ხელსაწყოებსა და შუქამრეკლებს, სარეგისტრაციო და საცნობ ნიშნებს, აგრეთვე არ უშლის ხელით მიცემული სიგნალების აღქმას;
დ) ზედმეტად არ ხმაურობს, არ აყენებს მტვერს, არ აჭუჭყიანებს გზასა და გარემოს.
4.თუ ტვირთის განლაგება და მდგომარეობა არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ისინი ან შეწყვიტოს შემდგომი მოძრაობა.
5.სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან ერთ მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი აღინიშნება საცნობი ნიშნით „მსხვილგაბარიტიანი ტვირთი“, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, ამასთან, წინ – ფარნით ან თეთრი ფერის შუქამრეკლით, უკან – ფარნით ან წითელი ფერის შუქამრეკლით.
6.საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანა, გასაუვნებელი ტვირთის გადაზიდვა, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება სიგანეში 2,55 მეტრს (რეფრიჟერატორის შემთხვევაში – 2,60 მეტრს), სიმაღლეში – სავალი ნაწილის ზედაპირიდან 4 მეტრს, ხოლო ავტომზიდისათვის და კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, სიგრძეში – 20 მეტრს (ავტომატარებელი ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესახსრებული ავტობუსი), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 12 მეტრს, ან ისეთი ტვირთით მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ორი და მეტმისაბმელიანი ავტომატარებლების მოძრაობა ხორციელდება ამ პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.
საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2022 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.319
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.445
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3395 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.216
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2474 - სსმ №50, 31.12.2009 წ., მუხ.391
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემდეგ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.2. მოძრაობის დაწყების წინ და მოძრაობის დროს მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს ტვირთის მასის გადანაწილება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტვირთის განლაგება, დამაგრება და მისი მდგომარეობა გადმოვარდნისა და მოძრაობის დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით.3. ტვირთის გადაზიდვა დაიშვება, თუ იგი:ა) არ ზღუდავს მძღოლის ხილვადობას;ბ) არ აძნელებს მართვას და არ არღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას;გ) არ ეფარება გარე მაშუქ ხელსაწყოებსა და შუქამრეკლებს, სარეგისტრაციო და საცნობ ნიშნებს, აგრეთვე არ უშლის ხელით მიცემული სიგნალების აღქმას;დ) ზედმეტად არ ხმაურობს, არ აყენებს მტვერს, არ აჭუჭყიანებს გზასა და გარემოს.4. თუ ტვირთის განლაგება და მდგომარეობა არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ისინი ან შეწყვიტოს შემდგომი მოძრაობა.5. სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან ერთ მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი აღინიშნება საცნობი ნიშნით „მსხვილგაბარიტიანი ტვირთი“, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, ამასთან, წინ – ფარნით ან თეთრი ფერის შუქამრეკლით, უკან – ფარნით ან წითელი ფერის შუქამრეკლით.6.საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანა, გასაუვნებელი ტვირთის გადაზიდვა, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება სიგანეში 2,55 მეტრს (რეფრიჟერატორის შემთხვევაში – 2,60 მეტრს), სიმაღლეში – სავალი ნაწილის ზედაპირიდან 4 მეტრს, ხოლო ავტომზიდისათვის და კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, სიგრძეში – 20 მეტრს (ავტომატარებელი ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესახსრებული ავტობუსი), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 12 მეტრს, ან ისეთი ტვირთით მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ორი და მეტმისაბმელიანი ავტომატარებლების მოძრაობა ხორციელდება ამ პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2022 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.319საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.445საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3395 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.216საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2474 - სსმ №50, 31.12.2009 წ., მუხ.391
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №26 · ძალაშია 30 დეკ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2006
42-ე მუხლის პირველ პუნქტში დაკონკრეტდა ღერძის დატვირთვისა და სრული მასის ზღვრები, ხოლო მე-6 პუნქტში სიგანისა და სიგრძის ზღვრები. ორივე პუნქტში დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმება შეიცვალა კანონმდებლობით განსაზღვრული რეკომენდაციით.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2005
42-ე მუხლის პირველ პუნქტში საერთო წონის ზღვარი 36 ტონიდან 44 ტონამდე გაიზარდა. გადამეტებული პარამეტრების მქონე საშუალების გატარება ახლა კორექტირების შემდეგ არის დასაშვები, ხოლო დეპარტამენტთან და პოლიციასთან შეთანხმება გათვალისწინებულია კორექტირების შეუძლებლობის ან ტვირთის დაუშლადობის შემთხვევისთვის.
პირველ პუნქტში დადგინდა საგაბარიტო პარამეტრების, ღერძზე 10 ტონისა და 36 ტონის საერთო წონის ზღვრები და გადაჭარბებისას კორექტირების ან შეთანხმების პირობა; მე-2 პუნქტში მძღოლს დაემატა ტვირთის მასის გადანაწილების შემოწმება, ხოლო მე-6 პუნქტში სპეციალური წესები შეიცვალა კორექტირებით ან შეთანხმებით და სიგრძის ზღვრები დაზუსტდა.
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მნიშვნელობ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო გზების შე…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს სარკინიგზო…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა