კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 12. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილიმზია კიკვაძე

1.დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.

2.დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) ხელშეკრულების არსი; ბ) შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი გადახდის წესი და პირობები; გ) მუშაობის განრიგი და გრაფიკი; დ) დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში დააზღვიოს მცველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.

3.დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები; ბ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები, რომლებიც გამომდინარეობს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებიდან; გ) დაცვითი საქმიანობის განრიგი და გრაფიკი; დ) ხარჯების ანაზღაურების წესი; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.

4.ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს. თავი IV. დაცვითი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №74712.04.2016კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211018132920¹20142413²1193512
მითითებამნიშვნელობით ახლოსკერძო დაცვითი საქმიანო…პროდუქტის უსაფრთხოების…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შრომის კოდ…დაზღვევის შესახებშრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა