სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

მუხლი 8

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეზიდენტის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ტექნიკური დახმარების გაწევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ტექნიკური დახმარების ნებართვის საფუძველზე, თუ: ა) ტექნიკური დახმარების გამწევს ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის; ბ) ტექნიკური დახმარების გამწევისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ტექნიკური დახმარება: ა) ღია ინფორმაციაა ან ფუნდამენტური მეცნიერული კვლევის ნაწილია; ბ) ხორციელდება ზეპირი ფორმით და დაკავშირებული არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრულ ტექნოლოგიასთან. თავი VII ნებართვები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6325⁶25¹²5⁷1111¹5974 (და…17125138
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს საბაჟო კოდ…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო საზღვრის რე…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა