Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 122

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით ან მოხსნილია აღრიცხვიდან

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:IP სტრატეგიასაგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ წინა ან უკანა მხარეს დამაგრებული ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2.იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

4.სატრანსპორტო საშუალების მართვა წყვილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

5.იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან/და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) შესაძლებელია სამართალდამრღვევს შესაბამისი საქმის განხილვამდე, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ.

2.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ნაწილში) ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს მიეცემა 10-დღიანი ვადა სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გასატარებლად. თუ სამართალდამრღვევს შესაბამისი საქმის განხილვამდე, დროებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, აღნიშნული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება სატრანსპორტო საშუალების მისი მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნების დღიდან. ამ ვადაში პირს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დადგენილ ვადაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

3.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება.

4.ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.

5.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  3. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  4. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    122-ე მუხლის მე-5 ნაწილში საურავი გახდა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი, არაუმეტეს 500 ლარისა, წესი მთელ მუხლზე გავრცელდა და უფლების შეჩერება 1 წლიდან 6 თვემდე შეიცვალა.

  5. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  6. 18 მაი. 2012

    მე-4 ნაწილი ამოღებულია, ხოლო პირველი ნაწილის სამართალდარღვევა მე-5 ნაწილში გადავიდა 500 ლარიანი საურავისა და 2 წლით ჩამორთმევის წესში; ჯარიმის შეცვლის პირობა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  7. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  8. 1 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    122-ე მუხლის პირველ ნაწილში ჯარიმა 60-დან 100 ლარამდე გაიზარდა.

  9. 18 მაი. 2010· გამოქვეყნდა 4 მაი. 2010
  10. 25 მარ. 2008
  11. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    მე-4 და მე-5 ნაწილებში საურავი ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, ხოლო უფლების ჩამორთმევით ჯარიმის შეცვლა უკავშირდება 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობას.

  12. 5 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    122 მუხლს დაემატა მე-7 ნაწილი მესაკუთრისთვის ჯარიმის დაკისრების, საურავისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შესახებ.

  13. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    122-ე მუხლის ერთიანი ნორმა სამ ნაწილად დაიყო განსხვავებული ჯარიმებით (60, 300, 500 ლარი), ხოლო შენიშვნაში დაემატა დროებითი ჩამორთმევის, რეგისტრაციის ცნობისა და ნაწილების მიხედვით დიფერენცირებული საურავის წესები.

  14. 15 ივლ. 2005

    122-ე მუხლში დარჩა სანომრე ნიშნის დარღვევით მართვა ფიქსირებული 50 ლარით, შემადგენლობიდან ამოვარდა გადაცემა და რეგისტრაციის არქონა, და დაემატა საურავის შენიშვნა.

  15. 30 ივნ. 1998

    122-ე მუხლის დისპოზიცია გაფართოვდა: სანქცია ეხება იმ შემთხვევასაც, როცა სატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით რეგისტრირებული არ არის; სიას დაემატა ცვლილების წყარო.

  16. 1 ივლ. 1997· გამოქვეყნდა 7 ივნ. 1997

    122-ე მუხლი ახლა მოითხოვს წინასწარ შეცნობას და ითვალისწინებს ჯარიმას ლარში ან უფლების ჩამორთმევას; დაემატა გადაცემა და საქარე მინაზე დამაგრებული ნიშანი.

  17. 29 ივნ. 1995

    122-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა ჯარიმა ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე, მეორე ნაწილის ზედა ზღვარი ასიდან ოცამდე შეიცვალა, ხოლო შენიშვნაში ჯარიმა ორი მინიმალური ოდენობიდან ერთზე შეიცვალა.

  18. 17 მარ. 1994

    122-ე მუხლში მეორე ნაწილის ჯარიმა ახლა ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდეა, შენიშვნაში კი ორი მინიმალური ოდენობაა; დაემატა №436 კანონის მითითება.

  19. 31 აგვ. 1992

    122-ე მუხლში კონფისკაცია შეიცვალა სასყიდლით ჩამორთმევით, მეორე ნაწილი სხვა პირის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალებებზეც გავრცელდა და დაემატა ინვალიდობასთან დაკავშირებული შენიშვნა.

  20. 28 ივნ. 1991

    122-ე მუხლში სანომრე ნიშნის დარღვევით მართვისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა შეიცვალა სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით, ხოლო სხვისი საკუთრების საშუალების მმართველს ეკისრება ჯარიმა ხუთიდან ათი ათას მანეთამდე; განმეორებით ჩადენის წესი აღარ არის.

  21. 31 იან. 1991

    122-ე მუხლს დაემატა დისპოზიცია და სანქცია სანომრე ნიშნის გარეშე ან არასწორი ნიშნებით მართვისთვის: უფლების ჩამორთმევა ერთიდან სამ წლამდე, განმეორებისას — კონფისკაცია.

  22. 31 ოქტ. 1985
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 121¹შემდეგი მუხლი 122¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრენდის სავაჭრო მარკის დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 22 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 36 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290მუხლი 290¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 209მუხლი 242მუხლი 290მუხლი 313საბაჟო კონტროლის გ… 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
  • 121სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის
  • 118იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 166საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 6მომსახურების საფასურის განაკვეთები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 288მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14⁴საფასურის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 40ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა
  • 39სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 15საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან და

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6290290¹20924231311912111814⁴2888170166168122
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საბაჟო კონტროლის გვერდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს საგადასახა…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026