უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 14. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიამორის გიგაური

1.საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

1¹.თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად.

1².საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.

1³.საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე.

1⁴.საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება ამავე კანონის მე-10 მუხლის 3 ​1 პუნქტით დადგენილი წესით.

2.საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

3.(ამოღებულია - 08.05.2015, №3602). საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 190

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ფორმალური წინაპირობის შესრულება თავისთავად არ წარმოშობს ნებართვის გაცემის ვალდებულებას, ხოლო უსაფრთხოების საფრთხეზე დაფუძნებული უარი სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და დაექვემდებაროს ქმედით სასამართლო კონტროლს. პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ გარემოებები არასრულყოფილად გამოიკვლია, თუმცა სასამართლოს მიერ საიდუმლო ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასებამ წარმოების ხარვეზის თანამდევი შედეგები აღმოფხვრა და უარის საფუძველი დაადასტურა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა ეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც უცხოელს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. უზენაესმა სასამართლომ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება უარის საკმარის დასაბუთებას არ წარმოადგენდა და სააგენტოს არსებითი გარემოებები სათანადოდ არ გამოეკვლია. სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და სადავო აქტი ბათილად ცნო. სააგენტოს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ხოლო ნებართვის გაცემის საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემა

    დავა ეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნებართვის გაგრძელებისას ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს გაგრძელების მოთხოვნის დროს მოქმედი კანონით, ხოლო იმავე პირობებით გაგრძელება არ ინარჩუნებს ძალადაკარგულ საკანონმდებლო ზღვარს. სააგენტომ არ გამოიკვლია, აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელის ქონება მოქმედ ღირებულებით მოთხოვნას. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააუქმა უარის გადაწყვეტილება და სააგენტოს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი დასკვნა სააგენტოსთვის ავტომატურად სავალდებულო არ არის და საჯარო და კერძო ინტერესების შეფასებას საჭიროებს. სასამართლომ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხე საკმარისი ალბათობით არ დასტურდებოდა. მან გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ცნო სააგენტოს უარი და სააგენტოს ნებართვის გაცემის შესახებ აქტის გამოცემა დაავალა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების საფრთხის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მოსაზრება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება. პალატამ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე მიიჩნია, რომ უარი დასაბუთებული იყო და სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილება კანონიერად განახორციელა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს საქართველოს მოქალაქის მეუღლისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტომ გადაწყვეტილება ინდივიდუალური გარემოებების, სათანადო მტკიცებულებებისა და საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს. პალატამ უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაცია შეისწავლა და მიიჩნია, რომ სააგენტოს უარი კანონიერი იყო. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. 1 1 . თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად. 1 2 . საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. 1 3 . საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. 1 4 . საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება ამავე კანონის მე-10 მუხლის 3 ​1 პუნქტით დადგენილი წესით. 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 3. (ამოღებულია - 08.05.2015, №3602). საქართველოს 2015 წლის 8 მაისის  კანონი №3602  – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2021 წლის 30  მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №670 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 8 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2025

    დაემატა 1³ და 1⁴ პუნქტები, რომლებიც კრძალავს ბინადრობის ნებართვის გაცემას C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე და მე-10 მუხლის 3¹ პუნქტით მყოფ უცხოელზე, მითითებული გამონაკლისებით; სათაური ამოღებულია.

  2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 1¹–1⁴ პუნქტები, რომლებიც ადგენს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს ამ მიზნებისთვის და ბინადრობის ნებართვის გაცემის აკრძალვის შემთხვევებს.

  3. მე-14 მუხლში ნებართვას გასცემს სააგენტო კანონიერად მყოფ უცხოელზე; მე-2 პუნქტი ერთი სახის ნებართვის მქონეს სხვა სახის ნებართვაზე მიმართვის უფლებას ანიჭებს, ხოლო მე-3 პუნქტი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია გადრანი

თათია გადრანი

იურისტი, სამართლის მაგისტრი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
172328951151072172015 (დ…13 (დ…9 (და…14
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა