Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებმუხლი 22¹

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 22¹. სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:მონაცემთა სუბიექტის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს, სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაციის მიზნით მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.

2.სამსახური ინფორმაციას/დოკუმენტს სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უგზავნის ან/და წარუდგენს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნის ფორმას ირჩევს სამსახური.

3.ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან სხვადასხვა ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სუბიექტისთვის/პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის პირველად ჩაბარების თარიღი.

4.მატერიალური ფორმით წარდგენილ დოკუმენტს სამსახური აგზავნის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ რეესტრში მითითებულ იურიდიულ მისამართზე ან/და ფაქტობრივ მისამართზე. ამ დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს ჩაუბარებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.

5.ინფორმაცია/დოკუმენტი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ელექტრონული ფორმით წარედგინება ელექტრონული ფოსტის ან/და ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

6.ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებას ადრესატი ელექტრონული საშუალებით ადასტურებს.

7.ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რასაც იგი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ადასტურებს. თუ ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებას ადრესატი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით არ ადასტურებს, სამსახური უფლებამოსილია ეს აქტი, მატერიალური ფორმით ჩაბარების ნაცვლად, მისი ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გაასაჯაროოს ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებით. აღნიშნული აქტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. 7 1 . სამსახური სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო მისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გასაჯაროებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც ადრესატს სავალდებულო შეტყობინების ფორმით წარუდგენს ინფორმაციას აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე.

8.სამსახურსა და სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის მიმოწერის წესს ადგენს სამსახური. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5293 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი VII პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

რედაქციების შედარება

1. ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს, სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაციის მიზნით მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. 2. სამსახური ინფორმაციას/დოკუმენტს სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უგზავნის ან/და წარუდგენს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნის ფორმას ირჩევს სამსახური. 3. ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან სხვადასხვა ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სუბიექტისთვის/პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის პირველად ჩაბარების თარიღი. 4. მატერიალური ფორმით წარდგენილ დოკუმენტს სამსახური აგზავნის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ რეესტრში მითითებულ იურიდიულ მისამართზე ან/და ფაქტობრივ მისამართზე. ამწარდგენილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორულისუბიექტის/პირის/აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ  ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულსუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს ჩაუბარებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. 5. ინფორმაცია/დოკუმენტი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ელექტრონული ფორმით წარედგინება ელექტრონული ფოსტის ან/და ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. 6. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებას ადრესატი ელექტრონული საშუალებით ადასტურებს. 7. ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რასაც იგი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ადასტურებს. თუ ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებას ადრესატი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით არ ადასტურებს, სამსახური უფლებამოსილია ეს აქტი, მატერიალური ფორმით ჩაბარების ნაცვლად, მისი ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გაასაჯაროოს ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებით. აღნიშნული აქტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს. 7 1 . სამსახური სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო მისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გასაჯაროებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც ადრესატს სავალდებულო შეტყობინების ფორმით წარუდგენს ინფორმაციას აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე. 8. სამსახურსა და სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის მიმოწერის წესს ადგენს სამსახური. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5293 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. თავი VII პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სუბიექტის წვდომის მოთხოვნები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 18ინფორმაციის კონფიდენციალურობა
  • 12აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • 9ანგარიშგებების წარდგენა და გამოქვეყნება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 44მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან
  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

კონკურენციის შესახებ

  • 20¹კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 26ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 23აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 10დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 6¹საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 19შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
234³196¹447020¹91812102622¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს საგადასახა…კონკურენციის შესახებფულის გათეთრებისა და ტ…სახელმწიფო აუდიტის სამ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო