Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებმუხლი 16

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 16. პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 29 აპრ. 2026
თემები:ტელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სტაციონარში მყოფი პაციენტის ძალადობის შემცველი ქცევის კონტროლის მიზნით მის მიმართ შესაძლებელია შეზღუდვის გამოყენება. შეზღუდვა არის უკიდურესი, გამონაკლისი ზომა, რომელიც გამოიყენება, როდესაც პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან სხვისი (გარშემომყოფთა) დაზიანების საფრთხე გარდაუვალია და მისი თავიდან აცილება პაციენტის სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტებით მკურნალობით შეუძლებელია. შეზღუდვა არის უსაფრთხოების ზომა და მას თერაპიული მიზანი არ აქვს.

2.შეზღუდვის მეთოდებია: ა) მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) − პაციენტის მანუალური კონტროლის საშუალებით შეზღუდვა; ბ) მექანიკური შეზღუდვა − პაციენტის იმობილიზაციისთვის შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება; გ) იზოლირება − პაციენტის იძულებით განმარტოებით, სპეციალიზებულ ოთახში მოთავსება.

3.შეზღუდვის მეთოდის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმს. ამასთანავე, ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს პაციენტის მიერ წინასწარ გამოხატული აზრი შეზღუდვის რომელიმე მეთოდის უპირატესობის თაობაზე და გაზიარებული უნდა იქნეს არსებული გამოცდილება. გამოყენებული შეზღუდვის მეთოდი პაციენტისგან მომდინარე შესაძლო საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

4.პაციენტის მიმართ შესაძლებელია შეზღუდვის რამდენიმე მეთოდის ერთობლივად გამოყენება შეზღუდვის ხანგრძლივობის შემცირების ან პაციენტის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის (გარშემომყოფთათვის) სერიოზული ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

5.პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდი გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდით. შეზღუდვის ყველა მეთოდის გამოყენება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხის აღმოფხვრისთანავე. შეზღუდვის გამოყენების თაობაზე რეგულარულად უნდა ეცნობოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს. შეზღუდვის გამოყენების პარალელურად პაციენტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით.

6.აკრძალულია პაციენტის დასჯის ან დაშინების მიზნით მის მიმართ შეზღუდვის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება.

7.პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა.

8.ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას საჭიროა მკურნალობის სტატუსის გადახედვა.

9.პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესი და პროცედურები დგინდება ინსტრუქციით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი,  11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6360 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2020

    მე-7 პუნქტში ინსტრუქციის დებულების ნაცვლად ჩაიწერა პაციენტის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის უფლება, სასამართლოში გაასაჩივრონ შეზღუდვის მიზანშეწონილობა; დაემატა მე-8 პუნქტი ნებაყოფლობითი პაციენტის მკურნალობის სტატუსის გადახედვის შესახებ, ხოლო ინსტრუქციის დებულება გადავიდა მე-9 პუნქტში.

  2. 11 ივლ. 2018

    მე-16 მუხლის მე-6 პუნქტში ინსტრუქციის დამამტკიცებელი მინისტრის სახელწოდებას დაემატა „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა“.

  3. 28 ოქტ. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტელეფსიქიატრიის რეგულირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 აპრ. 2026 · №21

  • 3 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2020
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 6პაციენტის უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა
  • 15სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 54აკრძალვები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 15არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები

პოლიციის შესახებ

  • 35იძულების ღონისძიებების გამოყენების შეზღუდვა

პენიტენციური კოდექსი

  • 62უსაფრთხოების ღონისძიებები
  • 139ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 44ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 10

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
541021¹²61518353415446213916
მნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…არასრულწლოვანთა მართლმ…ტუბერკულოზის კონტროლის…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 აპრ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026