Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 22¹

დაზღვევის შესახებ

მუხლი 22¹. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს  წევრებისა (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრისა) და ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:აქციონერთა დავებიაქციონერთა ურთიერთობებისაწარმოს ღირებულების განსაზღვრაპერსონალური ინვესტიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი) და ხელმძღვანელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2.პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ: ა) ის არის ფიზიკური პირი და: ა.ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ა.ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ა.გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ა.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ა.ე) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ) ის არის იურიდიული პირი და: ბ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ბ.ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ.გ) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს.

3.პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იგი აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოყვანილი უნდა იქნეს საბჭოდან, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; დ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ვ) არის მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; ზ) არის საქართველოში რეგისტრირებული 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელი პირი; თ) არის იმავე მზღვეველის ხელმძღვანელი პირი; ი) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია; კ) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ლ) არა აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება.

3¹.ამ კანონით გათვალისწინებული მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესაბამისობის შეფასებისას და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დამოუკიდებელ წევრად მიჩნევისას სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესაფერისობის კრიტერიუმებთან ერთად ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) პირი არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, აქვს სხვა სახის მატერიალური, საქმიანი ურთიერთობა ან ახორციელებს  სამეწარმეო საქმიანობას; ბ) პირს აქვს რაიმე სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ვალდებულება მზღვეველის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია); გ) პირს ბოლო 2 წლის განმავლობაში მზღვეველთან, მის ადმინისტრატორთან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან შრომითი ურთიერთობა ჰქონდა; დ) პირს აქვს სხვა ისეთი პოზიცია ან სხვა ისეთი სახის კავშირი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის დამოუკიდებლობაზე.

4.პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის; დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი; ე) არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ვ) არ აქვს საფინანსო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ზ) იყო იმ სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი, რომელიც მისი საქმიანობის პერიოდში გაკოტრებულად გამოცხადდა; თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს; ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი.

რედაქციების შედარება

1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი) და ხელმძღვანელი პირებიდირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. 2. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ: ა) ის არის ფიზიკური პირი და: ა.ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ა.ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ა.გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ა.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ა.ე) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ) ის არის იურიდიული პირი და: ბ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ბ.ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ.გ) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს. 3. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იგი აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოყვანილი უნდა იქნეს საბჭოდან, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; დ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ვ) არის მზღვეველის ხელმძღვანელდირექტორთან პირთანისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის ხელმძღვანელ პირთანდირექტორთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; ზ) არის საქართველოში რეგისტრირებული 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელიდირექტორი პირი;საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში; თ) არის იმავე მზღვეველის ხელმძღვანელი პირი;დირექტორი; ი) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია; კ) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ლ) არა აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება. 3 1 . ამ კანონით გათვალისწინებული მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესაბამისობის შეფასებისას და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დამოუკიდებელ წევრად მიჩნევისას სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესაფერისობის კრიტერიუმებთან ერთად ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) პირი არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, აქვს სხვა სახის მატერიალური, საქმიანი ურთიერთობა ან ახორციელებს  სამეწარმეო საქმიანობას; ბ) პირს აქვს რაიმე სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ვალდებულება მზღვეველის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია); გ) პირს ბოლო 2 წლის განმავლობაში მზღვეველთან, მის ადმინისტრატორთან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან შრომითი ურთიერთობა ჰქონდა; დ) პირს აქვს სხვა ისეთი პოზიცია ან სხვა ისეთი სახის კავშირი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის დამოუკიდებლობაზე. 4. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის ხელმძღვანელი პირი,დირექტორი, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისდანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;ლეგალიზაციისათვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის;დანაშაულისათვის; დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ანმზღვეველის/გადამზღვეველი გადამზღვეველისკომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ანმზღვეველში/გადამზღვეველ გადამზღვეველშიკომპანიაში ან/და იმ მზღვეველში ანმზღვეველში/გადამზღვეველ გადამზღვეველში,კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ანმზღვეველი/გადამზღვეველი გადამზღვეველი;კომპანია; ე) არარა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ვ) არარა აქვს საფინანსო სფეროში ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის არანაკლებსულ 5მცირე წლისხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის არანაკლებსულ 2მცირე წლისორწლიანი გამოცდილება; ზ) იყოწარსულში იმიყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი,ადმინისტრატორი რომელიცდა მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებასსაქმიანობას უკრძალავს; ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოსსაჭოს წევრთან საქმიანი/კომერციულისაქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 ივნ. 2023
  2. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქციონერთა უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უმცირესობის აქციონერთა დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა ჩაგვრის სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა შორის დავის მიზნებისთვის ბიზნესის შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №37

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-06-30
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 9¹მზღვეველის მმართველი ორგანოები
  • 9³მზღვეველის აუდიტის კომიტეტი
  • 9მზღვეველი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 7შესაფერისობის კრიტერიუმები

ფაქტორინგის შესახებ

  • 10შესაფერისობის კრიტერიუმები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 7ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 38მონაწილეთა უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვა

მეწარმეთა შესახებ

  • 222აქციონერის სარჩელი სააქციო საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე
  • 126შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 77დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 14ცენტრის მართვის ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3816725229¹9³9142221267771022¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…ფაქტორინგის შესახებმიკრობანკების საქმიანო…არასახელმწიფო საპენსიო…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026