1.საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და განსაზღვრულ შემთხვევებში გადაიხდება ექსპორტის გადასახდელები.
2.საქართველოს საქონელი, რომლის გატანა განზრახულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, უნდა მოექცეს საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, გარდა იმ საქონლისა, რომელიც მოქცეულია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში.
3.საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია 5 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. საქონლის გატანისა და საბაჟო პროცედურების შესრულებისათვის პასუხისმგებელია დეკლარანტი.
4.საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე.
5.საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და განსაზღვრულ შემთხვევებში გადაიხდება ექსპორტის გადასახდელები.2. საქართველოს საქონელი, რომლის გატანა განზრახულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, უნდა მოექცეს საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, გარდა იმ საქონლისა, რომელიც მოქცეულია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში.3. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია 5 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. საქონლის გატანისა და საბაჟო პროცედურების შესრულებისათვის პასუხისმგებელია დეკლარანტი.4. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე.5. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 მუხლი 148. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები 1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმი გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იყო ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს. 2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე შეიძლება განისაზღვროს ექსპორტის საბაჟო რეჟიმი, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,30.12.2008წ.,მუხ.307 თავი XXII თავისუფალი ზონა და თავისუფალი საწყობი მუხლი 149. თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის არსი 1. თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კოდექსის 155-ე მუხლით ნებადართული საქმიანობისათვის, სადაც: ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საბაჟო კანონმდებლობის ისეთივე ნორმები, როგორიც გამოიყენება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი). 2. თავისუფალი საწყობი, რომლის საქმიანობისთვისაც სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა, საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უცხოური საქონლის შენახვისა და თავისუფალ საწყობში რეალიზაციის (მყიდველის მიერ ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრით) ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის (რეექსპორტის) მიზნით, ამ ტერიტორიაზე იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 მუხლი 150. თავისუფალი ზონის შექმნა და თავისუფალი საწყობის მოწყობა 1. თავისუფალი ზონის შექმნა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა) წინასწარ განსაზღვრული ვადით. 2. დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 3. თავისუფალი ზონა უნდა იყოს შემოსაზღვრული და შესაბამისად მონიშნული. თავისუფალ ზონაში უნდა განისაზღვროს შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის სხვა ადგილებიდან შეტანა ან გატანა, და პერიმეტრის ზღუდე. 4. თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობას, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებს, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით. 5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას 5 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა: ა) თავისუფალი საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით; ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან არანაკლებ 5 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მის მფლობელობაში არსებობდეს თავისუფალი საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა; გ) წარდგენილ იქნეს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავისუფალი საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ პირველად წარდგენილი საბაჟო გარანტიის მოქმედების ვადა გადის, იგი ახლით უნდა შეიცვალოს; დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010ტექსტი უცნობია
1 იან. 2010 – 31 მარ. 2010ტექსტი უცნობია
19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
147-ე მუხლის მესამე ნაწილში საქონლის გატანის ვადა 30-დან 120 კალენდარულ დღემდე გაიზარდა, დაზუსტდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მითითება და გადაკეთდა პასუხისმგებლობის ფორმულირება.