საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 212. ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებანი საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბანკები და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებული არიან, უპირველეს ყოვლისა, შეასრულონ ვალდებული პირის საგადახდო დავალებები და საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებები (საინკასო დავალებები) ვალდებული პირის საბანკო ანგარიშებიდან საბაჟო გადასახდელების გადახდის შესახებ.

2.ბანკების მიერ საგადახდო დავალება ან საინკასო დავალება სრულდება არა უგვიანეს აღნიშნული დავალების ან გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საინკასო დავალების მომსახურება ხორციელდება ვალდებული პირის ხარჯით იმავე ფასად, რომლითაც მისი საგადახდო დავალების შესრულება.

3.ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს ვალდებული პირის საგადახდო დავალება ან საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელის ჩარიცხვის თაობაზე. თუ ვალდებულ პირს ანგარიშზე არ აქვს ფულადი სახსრები ან ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არასაკმარისია საგადახდო დავალების ან/და საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი აღსრულება ხორციელდება ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესაბამისად, არა უგვიანეს ყოველი ასეთი ჩარიცხვის დღის მომდევნო საოპერაციო დღისა.

4.ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში მათი გადარიცხვის თაობაზე ვალდებული პირის საგადახდო დავალების ან საბაჟო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობისათვის ბანკს დაერიცხება საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება.

5.ვალდებული პირის მომსახურე ბანკის მიერ ან ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ გადასახდელი თანხების ბიუჯეტში ჩარიცხვის ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევა წარმოადგენს ბანკისა და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი ორგანიზაციების ან/და მათი თანამდებობის პირების საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისგებაში ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული წესით მიცემის საფუძველს. თავი XXIX საბაჟო ვალდებულების შესრულების პირობები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბანკები და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებული არიან, უპირველეს ყოვლისა, შეასრულონ ვალდებული პირის საგადახდო დავალებები და საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებები (საინკასო დავალებები) ვალდებული პირის საბანკო ანგარიშებიდან საბაჟო გადასახდელების გადახდის შესახებ. 2. ბანკების მიერ საგადახდო დავალება ან საინკასო დავალება სრულდება არა უგვიანეს აღნიშნული დავალების ან გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საინკასო დავალების მომსახურება ხორციელდება ვალდებული პირის ხარჯით იმავე ფასად, რომლითაც მისი საგადახდო დავალების შესრულება. 3. ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს ვალდებული პირის საგადახდო დავალება ან საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელის ჩარიცხვის თაობაზე. თუ ვალდებულ პირს ანგარიშზე არ აქვს ფულადი სახსრები ან ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არასაკმარისია საგადახდო დავალების ან/და საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი აღსრულება ხორციელდება ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესაბამისად, არა უგვიანეს ყოველი ასეთი ჩარიცხვის დღის მომდევნო საოპერაციო დღისა. 4. ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში მათი გადარიცხვის თაობაზე ვალდებული პირის საგადახდო დავალების ან საბაჟო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობისათვის ბანკს დაერიცხება საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება. 5. ვალდებული პირის მომსახურე ბანკის მიერ ან ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ გადასახდელი თანხების ბიუჯეტში ჩარიცხვის ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევა წარმოადგენს ბანკისა და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი ორგანიზაციების ან/და მათი თანამდებობის პირების საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისგებაში ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული წესით მიცემის საფუძველს. თავი XXIX საბაჟო ვალდებულების შესრულების პირობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87718²5424328321 (დ…17 (დ…2326623217212
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …საგადახდო სისტემისა და…გადასახადების ადმინისტ…