3.საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება:
ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სესესნ);
ბ) საბაჟო გადასახდელების განაკვეთებისაგან ან შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან);
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შეღავათები გამოიყენება საბაჟო გადასახადის ჩვეულებრივი განაკვეთების ნაცვლად, თუ საქონელი აკმაყოფილებს ამ შეღავათებით სარგებლობისათვის დადგენილ პირობებს.
5.(ამოღებულია).
6.საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. (ამოღებულია).2. (ამოღებულია).3. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება:ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სესესნ);ბ) საბაჟო გადასახდელების განაკვეთებისაგან ან შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ;გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან);დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შეღავათები გამოიყენება საბაჟო გადასახადის ჩვეულებრივი განაკვეთების ნაცვლად, თუ საქონელი აკმაყოფილებს ამ შეღავათებით სარგებლობისათვის დადგენილ პირობებს.5. (ამოღებულია).6. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,30.12.2008წ.,მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 27. საქონლის კლასიფიკაცია 1. საქონლის კლასიფიკაციისას დეკლარანტი საქონლის კოდს განსაზღვრავს სესესნის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. თუ საბაჟო ორგანო არ ეთანხმება დეკლარირებული საქონლის კოდს, იგი ამის შესახებ აცნობებს დეკლარანტს და საქონლის კოდი განისაზღვრება სესესნის საქონლის კლასიფიკაციის ზოგადი წესებით. 3. საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი ღონისძიებები, რომლებიც მოქმედებს სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, გამოყენებული უნდა იქნეს საქონლის კლასიფიკაციის შესაბამისად. 4. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 28. საბაჟო მოსაკრებლებისა და საბაჟო გადასახადის განაკვეთები საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთები, მათი შემოღებისა და ადმინისტრირების წესები რეგულირდება „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო საბაჟო გადასახადის განაკვეთები, მათი შემოღებისა და ადმინისტრირების წესები – საქართველოს საგადასახადო კოდექსით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 თავი V საქონლის წარმოშობა
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010ტექსტი უცნობია
1 იან. 2010 – 31 მარ. 2010ტექსტი უცნობია
19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების უფლებამოსილება ფინანსთა მინისტრს ჩამოერთვა და მე-6 პუნქტით მთავრობის დადგენილებას მიენიჭა.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
26-ე მუხლის მე-3 ნაწილში საბაჟო ტარიფი გადაკეთდა ინტეგრირებულ ტარიფად, „ბ“ ქვეპუნქტში გადასახადი შეიცვალა გადასახდელებით, „დ“ ქვეპუნქტში ცალმხრივი შეღავათების ნაცვლად ჩაიწერა აკრძალვები და შეზღუდვები, ხოლო დაემატა მე-5 ნაწილი ტარიფის ბრძანებით დამტკიცების შესახებ.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006
26-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვა „შეღავათებით“-ს მიმდევარი ფრჩხილებში მოცემული „(პრეფერენციებით)“ ამოღებულია; საქონლის მიერ დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნა ახლა მხოლოდ „შეღავათებით სარგებლობას“ უკავშირდება.