საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 29. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით.

2.საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) და შეღავათიანი (პრეფერენციული).

3.საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობა გამოიყენება: ა) საბაჟო გადასახადის გამოყენებისათვის, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შეღავათებით სარგებლობისათვის; ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიებების გატარებისათვის, რომლებიც მოქმედებს სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.

4.საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის წესებით დგინდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი, რათა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები.

5.საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით. 2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) და შეღავათიანი (პრეფერენციული). 3. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობა გამოიყენება: ა) საბაჟო გადასახადის გამოყენებისათვის, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შეღავათებით სარგებლობისათვის; ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიებების გატარებისათვის, რომლებიც მოქმედებს სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით. 4. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის წესებით დგინდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი, რათა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები. 5. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 19 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

  2. 25 მარ. 2008 – 19 ნოე. 2009 ტექსტი უცნობია

  3. 9 აგვ. 2006 – 1 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება საბაჟო გადასახადის გამოყენებისათვის, ხოლო 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი ჩამოყალიბებულია სიტყვების „სატარიფო“ და „(პრეფერენციებით)“ გარეშე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3126¹⁶1026111¹⁵…1836488011636329
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქონლის ადგილწარმოშობ…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო შესყიდვების…