საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 97. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვებისა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე.

2.საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქონლის გადატანა ხორციელდება: ა) TIR-ის (საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების) დოკუმენტის საფუძველზე; ბ) ფოსტით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე; გ) სატრანსპორტო ზედდებულის, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს; დ) სხვა დოკუმენტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი ფორმით.

3.საქონლის ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი მიმართულებითა და მარშრუტით, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ის უცხოური საქონელი, რომლის ტრანზიტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის აკრძალული.

5.საქონელი, რომელიც გადაიტანება საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით, და არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნით, გარდა ტრანზიტისა.

6.გაგზავნის საბაჟო ორგანოდ მიჩნეულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანოდ – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.

7.საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვებისა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე. 2. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქონლის გადატანა ხორციელდება: ა) TIR-ის (საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების) დოკუმენტის საფუძველზე; ბ) ფოსტით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე; გ) სატრანსპორტო ზედდებულის, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს; დ) სხვა დოკუმენტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი ფორმით. 3. საქონლის ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი მიმართულებითა და მარშრუტით, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ის უცხოური საქონელი, რომლის ტრანზიტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ არის აკრძალული. 5. საქონელი, რომელიც გადაიტანება საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით, და არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნით, გარდა ტრანზიტისა. 6. გაგზავნის საბაჟო ორგანოდ მიჩნეულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანოდ – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა. 7. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მარ. 2008 – 1 აპრ. 2009 ტექსტი უცნობია

  2. 9 აგვ. 2006 – 1 იან. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    97-ე მუხლის პირველ ნაწილში ტრანზიტზე არასატარიფო ღონისძიებების გარეშე გადაადგილებას დაემატა გამონაკლისი ლიცენზიებისა და ნებართვებისთვის, რომელთა ნუსხა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10365¹1530145327 (დ…1187112197
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…თავისუფალი ინდუსტრიული…საავტომობილო ტრანსპორტ…ნარჩენების იმპორტის, ე…