Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 14 (დანართი 1)

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 14 (დანართი 1). ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მიმოწერა 1. თუ განაცხადი და თანდართული მასალები აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის შესახებ და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს.

2.თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ და დარღვეულია ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, განაცხადი განუხილველი დარჩება და ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს.

3.თუ განაცხადი ეხება კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში არ არის წარდგენილი შესაბამისი დებულება, განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს.

4.თუ განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს ჩამოთვლილი ყველა ის მოთხოვნა და შესწორება, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მოცემულ განაცხადზე ექსპერტიზის  გასაგრძელებლად. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან ორი თვის ვადაში, წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. განმცხადებელს უფლება აქვს ერთი თვით გააგრძელოს შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადა, თუ ზემოთ აღნიშნულ ორთვიან ვადაში წარადგენს მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.

5.შეტყობინება იგზავნება, თუ: ა) განაცხადი ეხება ერთზე მეტ სასაქონლო ნიშანს. განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა თითოეული სიმბოლოსათვის წარადგინოს დამოუკიდებელი განაცხადი. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება; ბ) მოითხოვება ადრინდელი პრიორიტეტი, კერძოდ, საკონვენციო, საგამოფენო ან გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე და ასეთი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარდგენილი დადგენილი წესით ან/და მისი მონაცემები განსხვავდება საქპატენტში შეტანილი განაცხადების მონაცემებისაგან; შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში განმცხადებელი კარგავს ადრინდელი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას და პრიორიტეტი დგინდება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღით; გ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს გამოსახულება არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს ან/და განაცხადში მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია არ შეესაბამება ამ გამოსახულების ფერებს. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი ფერს ან ფერთა კომბინაციას განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს შესაბამისად; დ) წარდგენილი საქონლის ჩამონათვალი არ არის კლასიფიცირებული საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისად, ბუნდოვანი ან/და ზოგადია და მოითხოვს დაზუსტებას. საქპატენტის  მიერ განსაზღვრულ  ვადაში საქონლის ჩამონათვალის დაუზუსტებლობის შემთხვევაში საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ; ე) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა არ  შეესაბამება განაცხადში მითითებული ან მიმოწერით დაზუსტებული საქონლის ჩამონათვალის კლასების რაოდენობისათვის დადგენილ თანხას. განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეავსოს გადახდილი საფასური დადგენილ ოდენობამდე ან მიუთითოს ის კლასები, რომლისთვისაც საკმარისი იქნება გადახდილი თანხა. ამ პუნქტში მითითებულ შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში ექსპერტიზა ტარდება სიის მიხედვით პირველი იმდენი კლასისათვის, რამდენზეც საკმარისია გადახდილი საფასური; ვ) გაგზავნილი შეტყობინების პასუხად მიღებული მასალა საჭიროებს დაზუსტებას; ზ) განაცხადის სხვა მასალები ხარვეზიანია და საჭიროებს დაზუსტებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 15 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2024 · №4

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 13განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა
  • 15¹სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა

დიზაინის შესახებ

  • 16ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
  • 17არსობრივი ექსპერტიზა
  • 22დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 24

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 34ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 8განაცხადის ექსპერტიზა

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 12განაცხადის განხილვა, გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34131215¹1216172224732814 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს საპატენტო …საქონლის ადგილწარმოშობ…ინტეგრალური მიკროსქემი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2024 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026