კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 14⁸. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2.სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს, თუ: ა) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება ან დანაშაულის გამოძიების დაწყება; ბ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და ამ მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა; გ) გადასაცემ ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის ან გამოძიების დაწყებისთვის და მისი სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს იმავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 7 ნოე. 2008 – 30 მარ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶⁶10¹914²14⁹14⁵78143³7813610141383714⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საჯარო სამართლის იურიდ…ქალთა მიმართ ძალადობის…სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა