საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 78. დამცველი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.

2.დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.

3.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევაში.

4.ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.

5.(ამოღებულია).

6.ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლის ან ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ანდა ახალი დამცველის მოწვევა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას. 2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა. 3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევაში. 4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები. 5. (ამოღებულია). 6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლის ან ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ანდა ახალი დამცველის მოწვევა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №91 · ძალაშია 24 ივნ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 78-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულია: მასთან ერთად გაუქმდა იუსტიციის სამინისტროს თანხმობით უცხოელი ადვოკატების დამცველებად დაშვების ნორმა.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    დამცველის შეცვლისა ან ახალი დამცველის მოწვევის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა პროცესის გაჭიანურებას ან სხვა მონაწილისთვის ხელის შეშლას არ ისახავს მიზნად.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    78-ე მუხლის მე-6 ნაწილში დამცველზე უარის თქმის უფლება გავრცელდა უკვე დანიშნულ დამცველზეც.

  4. 78-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამცველად დაშვების პირობა „ადვოკატობიდან“ გადავიდა კანონმდებლობის შესაბამისად საადვოკატო საქმიანობის წარმოების უფლებამოსილებაზე.

  5. 78-ე მუხლში დამცველად დაშვების წრე შემოიფარგლა ადვოკატით, ხოლო სტაჟიორებისა და უცხოელი ადვოკატების დაშვება გადავიდა მე-4 და მე-5 პუნქტებში; მე-6 პუნქტი ეხება დამცველზე უარის თქმას და დამცველის შეცვლას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15³15¹438114⁸3130454437132878
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს საკონსტიტუ…ეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…ადვოკატთა შესახებ