Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომითი მიგრაციის შესახებმუხლი 11

შრომითი მიგრაციის შესახებ

მუხლი 11. მოთხოვნები შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებისადმი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დამსაქმებლის სპონსორობაკორპორაციული მიგრაციასამუშაო ნებართვებიმეწარმის ვიზებიხელშეკრულებების შედგენასტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში სავალდებულო წესით მიეთითება: ა) ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; ბ) ხელშემკვრელი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან/და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; დ) ხელშემკვრელი პირის რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, მათი არსებობის შემთხვევაში; ე) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებების ნუსხა და შინაარსი, რომლებსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) ხელშემკვრელ პირს უწევს, და ამ მომსახურებათა გაწევის წესი; ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები, მათ შორის: ვ.ა) ხელშემკვრელ პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის ან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება; ვ.ბ) ხელშემკვრელი პირისთვის უცხოელ დამსაქმებელთან შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება; ვ.გ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები; ზ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე ხელშემკვრელი პირისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისათვის; თ) ამ კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობები, მათი არსებობის შემთხვევაში; ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; კ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; ლ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი პირი და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) თანხმდებიან.

2.აკრძალულია შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით პირისათვის რაიმე საფასურის (ჰონორარის) მოთხოვნა.

3.შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობით, ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე სხვა ენაზე (ენებზე).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 აპრ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა კორპორატიული ტრანსფერის დროს4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დამსაქმებლის მიერ გაცემული სავიზო დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომსახურების ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 10შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულების რეკვიზიტები
  • 9იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები
  • 8პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 14შრომითი ხელშეკრულების შინაარსი

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 17შრომითი მიგრაცია
  • 21სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავება

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 5მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁴განცხადება პირის დანიშვნის შესახებ

მეწარმეთა შესახებ

  • 11ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
  • 5სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 5

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
309²⁴51455 (და…1098172111511
მნიშვნელობით ახლოსშრომითი მიგრაციის შესა…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს შრომის კოდ…დასაქმების ხელშეწყობის…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026