მეწარმეთა შესახებ

მუხლი 6. საფირმო სახელწოდება (ფირმა)

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძეანა შავარდენიძესალომე კობერიძე

1.საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი.

2.ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. დამატებები დაიშვება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

3.სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს „სპს“-ის დამატებით. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს „კს“-ის დამატებით. თუ სპს-ში ან კს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მისი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას ამ მუხლში აღნიშნული შესაბამისი დამატებით.

4.პარტნიორის სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს შეუძლია საფირმო სახელწოდება შეარჩიოს თავისი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან შეიძლება ეს სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს: სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; კოოპერატივის შემთხვევაში – დამატებას „რეგისტრირებული კოოპერატივი“ ან „რკ“.

5.დაუშვებელია საფირმო სახელწოდებაში ისეთი გრაფიკული სიმბოლოების გამოყენება, რომელთაც არ აქვთ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა მეწარმე სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის ან/და პარტნიორთა ურთიერთობის გამო. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 25

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა რიგითობით გამოიყენება პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ტოლფასი სამუშაო და კომპენსაცია უკანონო გათავისუფლებისას?

    დასაქმებული მოითხოვდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იყო დადებული და მისი ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვეტა უკანონო იყო. სასამართლომ განმარტა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას უპირატესობა ენიჭება, ხოლო მისი შეუძლებლობისას განიხილება ტოლფასი სამუშაო და შემდეგ კომპენსაცია. სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დამატებითი კვლევისთვის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა სსსკ 412-ის საფუძველზე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.

  • №ას-1319-20182021-05-2135
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა პირობებში შეიძლება დედა საზოგადოების მინორიტარმა პარტნიორმა გაასაჩივროს აქტივების შვილობილ საზოგადოებაში გადაცემა?

    მინორიტარმა პარტნიორმა მოითხოვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების, შვილობილი საზოგადოების წესდების ბათილად ცნობა და მერიის წერილის სიყალბის დადგენა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ასპროცენტიანი შვილობილი საზოგადოების დაფუძნებითა და მის კაპიტალში ქონების შეტანით მოცემულ გარემოებებში პარტნიორის უფლებები არ შელახულა, ხოლო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების ორთვიანი ვადა გაშვებული იყო. სასამართლომ აგრეთვე უარყო წესდების მიმართ პრეტენზიები და წერილის სიყალბის დადგენის მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი ვერ დაინახა. მან მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, მოსარჩელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყო.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვის ეკისრება იმ ვადის მტკიცება, რომელზეც მოპასუხე სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობას ამყარებს?

    გ. ჩ-ი სააქციო საზოგადოებისაგან სესხად გადაცემული თანხის დაბრუნებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სესხის სახით 40220 ლარის გადაცემა, ხოლო დადასტურებული 38800 ლარის დაბრუნება მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაადასტურა სესხის ერთთვიანი ვადა, რომელზეც ხანდაზმულობის შესაგებელს ამყარებდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს 38800 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 40220 ლარზე უარი უცვლელად დარჩა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დამსაქმებლის მიერ კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ორწლიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულების განმეორებით დარღვევას?

    დასაქმებული ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. დავა შეეხებოდა კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორწლიანი შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას და მისი დარღვევის შედეგებს. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებელმა კოლექტიური ხელშეკრულების მოთხოვნას ორჯერ გადაუხვია და დასაქმებულს მოუსპო შესაძლებლობა, მისი შრომითი ურთიერთობა კანონის ძალით უვადოდ ქცეულიყო. სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხები თავისი არსით კომპენსაციად შეაფასა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებებს ითვალისწინებს სასამართლო ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას?

    პაციენტმა სტომატოლოგიური კლინიკისგან უხარისხო მკურნალობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. საკასაციო დავა შეეხებოდა მორალური ზიანის ანაზღაურების ორი ათასი ლარიდან ხუთას ლარამდე შემცირების დასაბუთებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შემცირებისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ჯანმრთელობის დაზიანებისა და პაციენტის ტანჯვის გარემოებები. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით მორალური ზიანის ანაზღაურება ორი ათასი ლარით განსაზღვრა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის შეიძლება სახელმწიფომ საზოგადოების დირექტორს უშუალოდ მოსთხოვოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული ანაზღაურება?

    სსიპ შემოსავლების სამსახური საზოგადოების, მისი დირექტორისა და პარტნიორებისაგან სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მოთხოვნა დელიქტის ნაცვლად მეწარმეთა შესახებ კანონის დირექტორისა და პარტნიორის პასუხისმგებლობის სპეციალური ნორმებით შეაფასა. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ გარემოებებში დირექტორისა და პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად გამომყენებელი პარტნიორის სუბსიდიური პასუხისმგებლობა საგადასახადო საურავსაც მოიცავდა. სსსკ 411-ის საფუძველზე გ. და მ. კ.-ეებს სოლიდარულად დაეკისრათ 233636 ლარი, ხოლო თ. ფ.-ას მიმართ საქმე ფაქტებისა და მტკიცებულებების დამატებით გამოსაკვლევად სსსკ 412-ის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი. 2. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. დამატებები დაიშვება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს „სპს“-ის დამატებით. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს „კს“-ის დამატებით. თუ სპს-ში ან კს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მისი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას ამ მუხლში აღნიშნული შესაბამისი დამატებით. 4. პარტნიორის სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს შეუძლია საფირმო სახელწოდება შეარჩიოს თავისი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან შეიძლება ეს სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს: სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; კოოპერატივის შემთხვევაში – დამატებას „რეგისტრირებული კოოპერატივი“ ან „რკ“. 5. დაუშვებელია საფირმო სახელწოდებაში ისეთი გრაფიკული სიმბოლოების გამოყენება, რომელთაც არ აქვთ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა მეწარმე სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის ან/და პარტნიორთა ურთიერთობის გამო. საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
  3. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    მე-6 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულია სამეწარმეო ამხანაგობის საფირმო სახელწოდების წესი და იურიდიული პირებისგან შემდგარი გაერთიანების წესი ახლა მხოლოდ სპს-სა და კს-ს ეხება.

  4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულია სახაზინო საწარმოები საფირმო სახელწოდების არჩევის წესის ადრესატთა წრიდან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3271104519¹12¹8521621766
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…ნოტარიატის შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…ფაქტორინგის შესახებ