1.კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).
2.სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.კომანდიტური საზოგადოების წესდების მიღების, მასში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს). „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით ეს უფლება შესაძლებელია აგრეთვე მიენიჭოთ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდულ პარტნიორებს (კომანდიტებს).
5.თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საწარმოდან გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის 14 4 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები. ეს წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაზე (კომანდიტურ საზოგადოებაზე). საინვესტიციო კომპანიის კრედიტორების წინაშე არსებული კომპლემენტარის ვალდებულება, რომელიც მისი წევრობის შეწყვეტამდე წარმოიშვა, მიუხედავად წევრობის შეწყვეტისა, ძალაში რჩება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).2. სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.3. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.4. კომანდიტური საზოგადოების წესდების მიღების, მასში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს). „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით ეს უფლება შესაძლებელია აგრეთვე მიენიჭოთ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდულ პარტნიორებს (კომანდიტებს).5. თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საწარმოდან გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის 14 4 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები. ეს წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაზე (კომანდიტურ საზოგადოებაზე). საინვესტიციო კომპანიის კრედიტორების წინაშე არსებული კომპლემენტარის ვალდებულება, რომელიც მისი წევრობის შეწყვეტამდე წარმოიშვა, მიუხედავად წევრობის შეწყვეტისა, ძალაში რჩება.საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
34-ე მუხლი ახლა ხუთპუნქტიანია: აქვს ახალი განმარტება, სრული პარტნიორების სოლიდარული პასუხისმგებლობა, იურიდიული პირის პარტნიორობის დაშვება, წესდების ცვლილების უფლება მხოლოდ სრულ პარტნიორებზე და რეორგანიზაციის ღონისძიებები.