60.1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.
კოოპერატივებს მიეკუთვნება:
ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები:
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);
დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;
ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;
ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;
ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები;
ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონით, თუ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
60.2. (ამოღებულია).
60.3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.
საქართველოს 1996 წლის 13 ივნისის კანონი №275 – პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.32
საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №712 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997 წ., გვ.9
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1614 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.107
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №818 - ვებგვერდი, 05.08.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4496 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
60.1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.კოოპერატივებს მიეკუთვნება:ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები:გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები;ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონით, თუ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.60.2. (ამოღებულია).60.3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.საქართველოს 1996 წლის 13 ივნისის კანონი №275 – პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.32საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №712 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997 წ., გვ.9საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1614 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.107საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №818 - ვებგვერდი, 05.08.2013წ.საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4496 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №54 · ძალაშია 8 დეკ. 2015-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 24 ნოე. 2015
60.1 პუნქტის კოოპერატივის სახეთა ჩამონათვალს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც რეგულირდება ამ კანონითა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონით.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005
60.2 პუნქტი ამოღებულია: კანონი აღარ შეიცავს ნორმას კოოპერატივის წევრის სხვა კოოპერატივში მონაწილეობის უფლების შესახებ.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002
60.1 პუნქტის კოოპერატივთა ჩამონათვალს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც კოოპერატივია არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.
60.1 პუნქტის კოოპერატივთა ჩამონათვალს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი — სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები; ამასთან დაემატა ცვლილების გამომცემი კანონის წყაროს მითითება.