Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 175¹

საზღვაო კოდექსი

მუხლი 175¹

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:მგზავრის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მგზავრის საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, ვალდებულია მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაუხადოს მას ავანსი ამ ზიანის პროპორციულად, გადაუდებელი ეკონომიკური საჭიროებებისთვის. მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ავანსის თანხა მისი გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად განსაზღვრულ ლარში 21 000 ევროს ეკვივალენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავანსი არ არის იმ გადამყვანის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარება, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, და იგი შეიძლება გაიქვითოს ამ თავით გათვალისწინებულ ნებისმიერ შემდგომ გადახდილ ანაზღაურებაში. აღნიშნული ავანსის თანხა არ დაბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული იყო: ა) მგზავრის ბრალით ან დაუდევრობით; ბ) ომით, საბრძოლო მოქმედებით, სამოქალაქო ომით, ამბოხებით ან განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი სტიქიური მოვლენით; გ) მესამე მხარის ქმედებით ან უმოქმედობით, რომლის განზრახვაც იყო ინციდენტის გამოწვევა.

3.გადამყვანმა ან/და გადაყვანის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამ თავით გათვალისწინებული მგზავრის უფლებების თაობაზე.

4.თუ გადაყვანა საქართველოში იწყება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გემში ჩაჯდომამდე, ხოლო თუ მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება საქართველოში იდება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას (ბილეთის შეძენისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრმა ბილეთი ინტერნეტით ან ტელეფონით შეიძინა). საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. თავი X. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 ნოე. 2019· გამოქვეყნდა 1 ოქტ. 2019
წინა მუხლი 175შემდეგი მუხლი 176

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავა დაკარგული ბარგზესერვისის გვერდი
  • მგზავრის კომპენსაციის პრეტენზიებისერვისის გვერდი
  • ფრენის დაგვიანების კომპენსაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №42

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-10-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 172—
  • 168—
  • 175—

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 999სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
  • 693ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას
  • 692ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 11—
  • 18—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 76პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის
  • 62(ამოღებულია)

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 20გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 9სადაზღვევო ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17216817599969369211187662920175¹
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს საჰაერო კო…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026