1.საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის დასახიჩრების ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია ამ პირს (დაზარალებულს) აუნაზღაუროს ის შემოსავალი (ამ შემთხვევის შედეგად მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით), რომელიც მას შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად დააკლდა, თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული პირის (დაზარალებულის) დასახიჩრება ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანება თავად ამ პირის (დაზარალებულის) განზრახმა არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია.
2.თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ.
3.ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივ საფუძველზე.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №846 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის დასახიჩრების ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია ამ პირს (დაზარალებულს) აუნაზღაუროს ის შემოსავალი (ამ შემთხვევის შედეგად მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით), რომელიც მას შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად დააკლდა, თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული პირის (დაზარალებულის) დასახიჩრება ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანება თავად ამ პირის (დაზარალებულის) განზრახმა არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია.2. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილის დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მის სიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ.3. ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივ საფუძველზე.საქართველოს 2025 წლის 26 ივნისისკანონი №846– ვებგვერდი, 03.07.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №35 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
76-ე მუხლის პირველ ნაწილში ინვალიდობის პენსიის გამოკლება შეიცვალა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის საფუძველზე დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით, ხოლო გადამყვანის გათავისუფლების საფუძველი ახლა დაზარალებულის განზრახმა არამართლზომიერი ქმედებაა.