საზღვაო კოდექსი

მუხლი 44¹⁶

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის, პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკური ზედამხედველობის ს ააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას.

3.აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4.აკრედიტაციის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო თავისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს / ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის, პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკური ზედამხედველობის ს ააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას. 3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 4. აკრედიტაციის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო თავისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს / ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 19 ივნ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44³44¹¹344563962157 (და…11942744¹⁶
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…მეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა