საზღვაო კოდექსი

მუხლი 74¹

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ნავსადგურში მოქმედ სანავსადგურე ერთეულებს აქვთ თანაბარი უფლებები და წვდომა საერთო შესასვლელ არხზე ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილზე.

2.სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის.

3.საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა სანავსადგურე ერთეულებს ეკისრებათ.

4.საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. აღნიშნული ხარჯის განაწილებისას არ გაითვალისწინება სამხედრო, სახელმწიფო და სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის, ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი გემები.

5.სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა დაიდოს ამ კოდექსითა და ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

6.სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს აღნიშნული არხის სიღრმეების შენარჩუნება ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე ხარჯის გაწევისთვის.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით. ამასთანავე, სააგენტოს არ აქვს უფლება, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან პირს, თუ სანავსადგურე ერთეული და ეს პირი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან.

8.საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით ამტკიცებს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესს. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 24 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 24 მაი. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. დაემატა 74¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს ნავსადგურის საერთო შესასვლელ არხზე წვდომას, საზღაურის აკრძალვას, დაღრმავების ხარჯების განაწილებას, ერთეულებს შორის ხელშეკრულებას და სააგენტოს შემავსებელ უფლებამოსილებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242112114⁶114¹⁵11476718020632774¹
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საზღვაო სი…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა