Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 31

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 31

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ღონისძიების ორგანიზებააზარტული თამაშები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია თამაშობის მოწყობის შესახებ თანხმობის მისაღებად მის მოწყობამდე 2 კვირით ადრე მიმართოს შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს მას შემდეგი დოკუმენტები: ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობისათვის: ა.ა) ტირაჟიანი ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას; ა.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტირაჟიანი ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს; ა.გ) ტირაჟიანი ლატარიის ბილეთის ნიმუში; ბ) მომენტალური ლატარიის მოწყობისათვის: ბ.ა) მომენტალური ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელიც უნდა მოიცავდეს: თამაშის ზოგად წესს, ლატარიის დაწყების თარიღს, მოგების გაცემის ზღვრულ ვადას და ადგილს, ბილეთის ფასს, პრეტენზიის განხილვის წესსა და ვადას, დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობასა და ნუმერაციას, საპრიზო ფონდის ოდენობას, პრიზების ჩამონათვალს, რაოდენობას და ერთეულის ღირებულებას; ბ.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომენტალური ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომენტალური ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს; ბ.გ) მომენტალური ლატარიის ბილეთის ნიმუში.

2.ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, სხვა ცვლილების (დირექტორის, იურიდიული მისამართის შეცვლის, ბილეთების დამატებითი რაოდენობის ბეჭდვის და სხვა) შესახებ, რომელიც არ იწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას, 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

3.ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად. ეს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისაგან.

4.ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.

5.მომენტალური ლატარია შესაძლებელია მოეწყოს არაუმეტეს 2 წლის ვადით. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 ივნ. 2016
  2. 11 ნოე. 2011

    მე-3 პუნქტში ტოტოს გათამაშება გამონაკლისია კომისიის შექმნის ვალდებულებიდან, ხოლო მე-4 პუნქტში შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის ვადა 2 დღიდან 5 სამუშაო დღედ შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 31¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბილეთების რეალიზაციის ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკონცერტო სივრცის იჯარა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლატარიის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • ლატარიის რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 2 ცვლილება · ბოლო 17 ივნ. 2016
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 6
  • 30
  • 12

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 105¹ (დანართი 1)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა

ტურიზმის შესახებ

  • 18ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემა
  • 16ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შინაარსი და პაკეტის დაწყებამდე წარსადგენი დოკუმენტები
  • 14წინასახელშეკრულებო ინფორმაცია

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 6მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
  • 3მოსაკრებლის გადამხდელი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 952ლატარია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁸⁹დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების წესი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 11პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸⁹6363012952105¹ …1118161431
მნიშვნელობით ახლოსლატარიების, აზარტული დ…გადასახადების ადმინისტ…ტურიზმის შესახებსათამაშო ბიზნესის მოსა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026