განათლების შესახებ

მუხლი 41. იმ ბავშვთა და მოზარდთა სოციალური დაცვა, რომლებსაც აღზრდისა და განათლების განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ

რედაქცია №18კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2028

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში ვერ დაძლიეს დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ნორმალური განვითარებისაგან გადახრილი, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე მოსწავლეთათვის, აგრეთვე იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, განათლების სისტემის მართვის ორგანოები ქმნიან სპეციალურ და კორექციული ხასიათის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც ხორციელდება ასეთი ბავშვების მკურნალობა, აღზრდა, სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. სპეციალურ სკოლებში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობისა და სპეციალური სამედიცინო-პედაგოგიური კომისიის დასკვნის საფუძველზე. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო. ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სახელმწიფო აფინანსებს მაღალი ნორმატივებით.

2.ბავშვობიდან ინვალიდებისათვის (დიაბეტით დაავადებულები და სხვა), რომლებიც არ შედიან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კატეგორიაში, წესდება შეღავათი მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულებით.

3.აკრძალულია საბაზო განათლების მიღებამდე სასწავლო დაწესებულებებიდან მოსწავლეთა გარიცხვა. იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, იქმნება სპეციალური სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებები, სადაც სპეციალური პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით ხორციელდება მოსწავლეთა აღზრდა და სწავლება, სახელობო და/ან დაწყებითი პროფესიული მომზადება, შექმნილია თვითგანვითარების პირობები. ასეთ სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები იგზავნებიან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლის ასაკიდან. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2433-სსმ I, №20, 11.07.2003წ; მუხ.136

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 11 ივლ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 4 მაი. 2005

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
559511842331727383572741
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანათლების შესახებადრეული და სკოლამდელი …ბავშვის უფლებათა კოდექ…არასრულწლოვანთა მართლმ…ზოგადი განათლების შესა…კანონთან კონფლიქტში მყ…