საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.

2.ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა.

3.საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 8

ყველა გადაწყვეტილება
  • №2-კოლ2002-02-1414
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

    საკასაციო პალატამ განიხილა ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებული პირის საჩივარი. პალატამ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით გამოიყენა სსკ 55 და შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე შეამცირა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.

  • №914აპ2007-03-2713
    საკასაციო არსებითი (T2)

    ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა

    უზენაესმა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მსჯავრი ძალაში დატოვა, თუმცა დიდი ოდენობით ქონების დაუფლების კვალიფიკაცია ამორიცხა და ბრალდების ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. პალატამ ასევე ამორიცხა უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატება, რადგან განაჩენი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ იყო მოყვანილი. ძალაში დარჩა ამ საქმეზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 5 თვითა და 3 დღით; უცხო ქვეყნის სასჯელის მოხდის საკითხი ცალკე უნდა გადაწყდეს.

  • №69-აპ2005-04-0520
    საკასაციო არსებითი (T2)

    ერთი ექსპერტის მონაწილეობა იმავე სისხლის სამართლის საქმეზე

    საკასაციო პალატამ განიხილა ერთი ექსპერტის მიერ იმავე საქმეში ორი დაზარალებულის დაზიანებებზე ჩატარებული ექსპერტიზების დასაშვებობა და მკვლელობის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენის მტკიცება. პალატამ ექსპერტიზების ჩატარებაში ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება ვერ დაინახა და ძალაში დატოვა მსჯავრდება განზრახ მკვლელობისა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასჯელი შემცირდა ორი წლით და საბოლოოდ განისაზღვრა რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №275-აპ2003-12-0219
    საკასაციო არსებითი (T2)

    განზრახ მკვლელობისა და სიკვდილის გამომწვევი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ შეაფასა, სწორად დაკვალიფიცირდა თუ არა სიკვდილის გამომწვევი დაზიანება განზრახ მკვლელობად და დასაშვები იყო თუ არა ექსჰუმაციით მიღებული მტკიცებულებები. პალატამ ექსჰუმაციასთან დაკავშირებული პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნია, თუმცა ქმედება სსკ 108-ე მუხლიდან 119-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • №25-კოლ2003-03-2540
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი გულგრილობის შემადგენლობა

    საქმე შეეხებოდა სამსახურებრივი გულგრილობისთვის პასუხისმგებლობას საწყობის გაქურდვის შემდეგ და ექსპერტიზების დასაშვებობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულს საწყობის უფროსის მოვალეობა ოფიციალურად არ ჰქონდა დაკისრებული და მისთვის ქონების მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სტატუსით ჩაბარებაც არ დადასტურდა. პალატამ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №13-კოლ2002-03-1320
    საკასაციო არსებითი (T2)

    ფაქტობრივი დაკავება და ეჭვმიტანილის უფლებები

    საკასაციო პალატამ შეაფასა ფაქტობრივად დაკავებულ პირთა უფლებების დარღვევა, ჩხრეკის კანონიერება და საბაჟო ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან საბაჟო წესის დარღვევის ეპიზოდში ბრალდება მოხსნა და საქმე შეწყვიტა, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნაწილში მსჯავრი ძალაში დატოვა. გემის კაპიტანს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, ხოლო დანარჩენ ოთხ მსჯავრდებულს თითოეულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან. 2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა. 3. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 18 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მარ. 2004 – 23 მარ. 2004 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    106-ე მუხლის მე-3 ნაწილში ძველი აკრძალვა შეიცვალა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის მონაწილეობის შეზღუდვით კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის წარუდგენლობისას და მისი დასკვნის დაუშვებლად ცნობით.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    106-ე მუხლის პირველი ნაწილიდან დამსწრე ამოღებულია და ნორმა ეხება ექსპერტსა და სპეციალისტს; მე-2 ნაწილიდან ამოღებულია დამსწრეთა აცილების საფუძვლები; მე-3 ნაწილში რევიზიის ან უწყებრივი შემოწმების ფორმულირება შეიცვალა „აღნიშნულ საქმეზე“-თი.

  3. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამსწრის აცილების საფუძვლად დასახელებული ორგანოების ჩამონათვალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: ამოღებულია სახელმწიფო უშიშროების ორგანოები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი კი საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურით შეიცვალა.

  4. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    106-ე მუხლის პირველ ნაწილში თარჯიმანი ამოღებულია აკრძალვის ადრესატთა წრიდან, გაუქმებულია მითითება 105-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გარემოებებზე და ტექსტი მრავლობით რიცხვშია გადაწერილი.

  5. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამსწრის აცილების საფუძველთა ჩამონათვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ორგანოები ჩანაცვლდა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციით“.

  6. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამსწრის აცილების საფუძვლად მითითებულ ორგანოთა ჩამონათვალს დაემატა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი და საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების მოკვლევის ორგანოები; დაზუსტდა ერთი სახელწოდება.

  7. პირველ ნაწილში ექსპერტზე დაემატა გამონაკლისი 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევისთვის; მე-2 ნაწილში დამსწრედ აცილებულ ორგანოთა წრე გაიზარდა სამი უწყებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
821259257168351761113614839760616215106
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…კანონთან კონფლიქტში მყ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო აუდიტის სამ…