1.ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.
2.ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.
3.შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.
4.საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში.
4¹.ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება ხდება იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.
5.ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა
საკასაციო პალატამ განიხილა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან მიიჩნია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების ვარგისიანობის შესახებ სავარაუდო საექსპერტო დასკვნა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი ვერ იქნებოდა და ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისათვის მსჯავრდება და სასჯელი — ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი ათასი ლარის ჯარიმა — უცვლელი დარჩა.
ნარკოტიკული საშუალების შენახვა როგორც დენადი დანაშაული
საკასაციო პალატამ განიხილა პირადი ჩხრეკის საფუძვლები, ამოღებული საგნის ექსპერტიზა და გირაოს სახელმწიფოსთვის გადაცემის კანონიერება. მან საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა გააუქმა გირაოს სახელმწიფოსთვის გადაცემა და გადაწყვიტა ნივთმტკიცების დაბრუნების საკითხი. საბოლოო სასჯელი დარჩა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 5000 ლარი ჯარიმა და 5 წლით კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
საკასაციო პალატამ განიხილა პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის მასალების დასაშვებობა და დაასკვნა, რომ მითითებული ხარვეზები ამ საქმეში განაჩენის გაუქმებას ან შეცვლას არ იწვევდა. პალატამ დამატებითი საკასაციო საჩივარი ვადის დარღვევით შეტანის გამო არ განიხილა, ძირითადი საჩივარი არ დააკმაყოფილა და განაჩენი მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში დააზუსტა. ძალაში დარჩა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ორი ათასი ლარის ჯარიმა და ხუთი წლით კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევა.
საკასაციო პალატამ შეაფასა ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლის ვინაობის დასადგენად მოპოვებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენიდან ამორიცხა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი და უკანონოდ დანიშნული 3000-ლარიანი ჯარიმა. უცვლელად დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობის, მისი მომზადების, იარაღისა და ნარკოტიკული დანაშაულების საქმეზე მტკიცებულებათა დასაშვებობა და ქმედების დროს მოქმედი კანონის გამოყენება. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა სამი მსჯავრდებულის მიმართ მძიმე დანაშაულის მომზადების ერთ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ორი მსჯავრდებულის სასჯელი გადაანგარიშა და ერთს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სასჯელი ამნისტიით გაუნახევრა. საბოლოოდ სამ მსჯავრდებულს, რომელთაგან პირველს ნარკოტიკული დანაშაულებიც ედებოდა ბრალად, მიესაჯა შესაბამისად 13 წელი და 3 თვე, 12 წელი და 12 წელი თავისუფლების აღკვეთა.
საქმე ეხებოდა ამოღებული შპრიცის ნივთიერ მტკიცებულებად საპროცესო წესით დამაგრებას. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ შპრიცი ნივთიერ მტკიცებულებად არ იყო ცნობილი სათანადო დადგენილებით ან განჩინებით, თუმცა მისი შეკრებისას საპროცესო მოთხოვნები არ დარღვეულა. პალატამ გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ახალი განხილვისათვის დაუბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.2. ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.3. შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში.41. ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ტარდება დამსწრის თანდასწრებით, თუ ის მოწვეულია. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება ხდება იმ დამსწრის მონაწილეობით, რომელიც ესწრებოდა ნივთიერი მტკიცებულების ამოღებასა და დალუქვას. დამსწრეს იძახებს პროკურორი ან გამომძიებელი. თუ დამსწრე არ გამოცხადდება, პროკურორი ან გამომძიებელი ადგენს ოქმს და უფლებამოსილია განახორციელოს ნივთიერ მტკიცებულებაზე ლუქის მოხსნა და მოცემული მტკიცებულებების განმეორებითი შემოწმება და ხელახლა დალუქვა მის გარეშე.5. ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
121-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოღებულია დამსწრეთა თანდასწრების მოთხოვნა დალუქვისას, ხოლო ახალი 4¹ ნაწილით დამსწრის მონაწილეობა, მისი გამოძახება და გამოუცხადებლობის შედეგი ახლებურად რეგულირდება.
ლუქის მოხსნისა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებითი შემოწმების პირობა ახლა ჩამოყალიბებულია როგორც დამსწრეთა მონაწილეობა; ამოღებაში მონაწილე ერთი დამსწრის მითითება ამოვიდა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…ელექტრონული კომუნიკაცი…