1.თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის შედგენამდე.
2.თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.
3.ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
4.თუ თანამდებობის პირს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144
1
, 144
2
ან 144
3
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
5.სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.
6.პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
7.სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.
8.სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ხუთი მსჯავრდებულის მიერ ჯგუფურად ქურდობის მცდელობა და სხვისი ნივთის დაზიანება. მან ქურდობის მცდელობა ხუთივე პირის სასარგებლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის რედაქციით გადააკვალიფიცირა და გააუქმა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, რადგან საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დანიშნული სასჯელები უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის უდანაშაულობის მტკიცება და სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის კანონიერება. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელი უცვლელად დატოვა, თუმცა გააუქმა მეორე მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრება. საბოლოოდ ერთ მსჯავრდებულს დარჩა თერთმეტი წლით, ხოლო მეორეს თერთმეტი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
ძარცვის კვალიფიკაცია ჯგუფურად ჩადენისა და მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში
საკასაციო პალატამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელი ძალაში დატოვა, თუმცა სააპელაციო განაჩენიდან სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამორიცხა, რადგან მომდევნო ნაწილი წინას მოიცავდა. პალატამ ასევე გააუქმა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა. საბოლოოდ უცვლელი დარჩა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 6000 ლარის ჯარიმა.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების მტკიცება
საკასაციო პალატამ შეაფასა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდების დასაბუთება და დაზარალებულთა სასარგებლოდ თანხის დაკისრების კანონიერება. პალატამ იარაღის ბრალდების ნაწილში მსჯავრი ამორიცხა და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ხოლო თანხის დაკისრება გააუქმა, რადგან მსჯავრდებული სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილა. დანარჩენი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი, თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, უცვლელად დარჩა.
თაღლითობით დიდი ოდენობით ქონების დაუფლება და მნიშვნელოვანი ზიანი
საკასაციო პალატამ განიხილა თაღლითობის კვალიფიკაცია, სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის წესი და სასჯელის სამართლიანობა. პალატამ დაასკვნა, რომ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება ყოველთვის არ მოიცავს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, ხოლო პირისათვის თანხის დაკისრება დაუშვებელი იყო მისი სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის გარეშე. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმდა; ძალაში დარჩა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი ათასი ლარის ჯარიმა.
ქურდობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქურდობის განაჩენი მხოლოდ დაზარალებულის მიერ კუპიურის ამოცნობას არ ემყარებოდა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი გაუქმდა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში, რადგან მსჯავრდებული სამოქალაქო მოპასუხედ არ იყო ცნობილი. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელი დარჩა: საბოლოო სასჯელია თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ოთხი თვით და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის შედგენამდე.2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.3. ფიზიკურმა პირმა სამოქალაქო სარჩელი შეიძლება განაცხადოს ზეპირი ფორმითაც, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.4. თუ თანამდებობის პირს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442ან 1443მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.5. სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება.6. პირს, რომელსაც არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე პირს, რომლის სარჩელიც განუხილველი დარჩა, უფლება აქვს წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.7. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.8. სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის უარყოფის შემთხვევაში აღარ შეიძლება მისი წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი № 4207 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.405საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ამოღებულია მითითებები სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების საქმეზე პირის ქმედებით მიყენებულ ზიანზე და ამ ღონისძიების დადგენილებაზე; სარჩელი უკავშირდება მხოლოდ დანაშაულს და საბრალდებო დასკვნას.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006
33-ე მუხლის მე-4 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: სახელმწიფოს მიმართ სარჩელი გათვალისწინებულია მხოლოდ სსკ-ის 144¹, 144² ან 144³ მუხლით ბრალდებული მიმალული ან ადგილსამყოფელდაუდგენელი თანამდებობის პირის შემთხვევაში.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
პირველ პუნქტში დაზუსტდა ზიანის წყარო („სხვა“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება), ხოლო სამოქალაქო სარჩელის წარდგენის ზღვარი გადავიდა საბრალდებო დასკვნის ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების თაობაზე დადგენილების შედგენამდე.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
33-ე მუხლის მე-4 ნაწილში შეჩერების ობიექტად საქმის წარმოების ნაცვლად დასახელდა სისხლისსამართლებრივი დევნა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საკონსტიტუ…პენიტენციური კოდექსი