1.სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო მოსამართლეს ან პროკურორს – მოტივირებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
2.თუ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საკასაციო პალატამ განიხილა დაზარალებული ბანკის საჩივარი ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ გამოძიება სრული იყო და მოპოვებული მტკიცებულებებით დანაშაულის ჩადენა უტყუარად არ დასტურდებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დევნის შეწყვეტის ძალაში დამტოვებელი სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა.
პალატამ შეაფასა საგამოძიებო ქვემდებარეობის დარღვევა, საქმის აღძვრის ორი განსხვავებული დადგენილება და საბრალდებო დასკვნის ნაწილებს შორის შეუსაბამობა. მან ასევე განმარტა, რომ რაიონის პროკურორს ჰქონდა თავისი მოადგილის მიერ დამტკიცებული საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების უფლება. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნებული დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო მოსამართლეს ან პროკურორს – მოტივირებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.2. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
396-ე მუხლს მიენიჭა პირველი ნაწილის ნუმერაცია და დაემატა მე-2 ნაწილი პროკურორის უფლების შესახებ, დევნის შეწყვეტისას 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მიმართოს სასამართლოს ფსიქიატრიული დახმარების კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შუამდგომლობით.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
შეწყვეტის გადაწყვეტილებას ახლა იღებს სასამართლო განჩინებით, მოსამართლე ან პროკურორი დადგენილებით; ამოღებულია მომკვლევისა და გამომძიებლის დადგენილების პროკურორისთვის გადაგზავნისა და პროკურორის მიერ მისი განხილვის წესი.
396-ე მუხლში დაზუსტდა შეწყვეტის დადგენილების გამომტანი სუბიექტები, პროკურორის 10-დღიან ვადას დაემატა 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამონაკლისი და შეიცვალა „ა“ ვარიანტის ფორმულირება.