საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.

2.დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.

3.დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.

4.მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ. 2. დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას. 3. დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ. 4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    397-ე მუხლის მე-4 პუნქტში შეწყვეტის ობიექტად დასახელებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ საქმის წარმოების ნაცვლად, ხოლო უდანაშაულობის ეჭვქვეშ დამყენებელი ფორმულირების აკრძალვა გავრცელდა განჩინებაზეც.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30¹42672852081061051076436397
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ