საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.

2.დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.

3.დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.

4.მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №13-დად2004-02-1635
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ქმედების არარსებობის გამო

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და პატიმრობის საკითხებზე მიღებული დადგენილებების კანონიერება. პალატამ განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე საქმის განახლება საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა, ხოლო შეწყვეტის გამო გაუქმებული აღკვეთის ღონისძიება უცვლელად ვერ დარჩება. სასამართლომ დაცვის საჩივრები დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქმის შეწყვეტა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №212-დად2003-10-2312
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა

    საკასაციო პალატამ განიხილა დაზარალებული ბანკის საჩივარი ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ გამოძიება სრული იყო და მოპოვებული მტკიცებულებებით დანაშაულის ჩადენა უტყუარად არ დასტურდებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დევნის შეწყვეტის ძალაში დამტოვებელი სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა.

  • №161-დად2003-09-1126
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის კანონიერება

    საკასაციო პალატამ შეამოწმა ერთსა და იმავე კონფლიქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარისა და ბრალდებულის მიმართ საქმის შეწყვეტის დადგენილებების კანონიერება. პალატამ დაადგინა, რომ გამოძიება არასრული იყო, ხოლო დადგენილებების სამართლებრივი დასაბუთება წინააღმდეგობრივი და გაუგებარი. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლითაც ორივე საგამოძიებო დადგენილება გაუქმდა. სასჯელი არ დანიშნულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ. 2. დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას. 3. დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ. 4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    397-ე მუხლის მე-4 პუნქტში შეწყვეტის ობიექტად დასახელებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ საქმის წარმოების ნაცვლად, ხოლო უდანაშაულობის ეჭვქვეშ დამყენებელი ფორმულირების აკრძალვა გავრცელდა განჩინებაზეც.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30¹42672852081061051076436397
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ