1.ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.
2.ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.
3.(ამოღებულია).
4.დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
ავტომანქანის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება
საკასაციო პალატამ შეაფასა ავტომანქანის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების კვალიფიკაცია და პატიმრობის ვადის კანონიერება. პალატამ მიიჩნია, რომ ჯგუფურად და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით ჩადენილი ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა, ხოლო პატიმრობის ვადა არ დარღვეულა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საბოლოო სასჯელი — ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.
რეაბილიტაციის საფუძველი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას
საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული ბრალდებულის სამსახურში აღდგენისა და მისთვის ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენების კანონიერება და მასთან დაკავშირებული განაცდური ხელფასის მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციების აქტები სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო მორალური ზიანისათვის 2000 ლარის ანაზღაურება უცვლელად დატოვა.
საკასაციო პალატამ ქურდობისა და ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდება ძალაში დატოვა და ბრალდებულად ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით საქმის შეწყვეტის მოთხოვნა არ გაიზიარა. პალატამ ქურდობის ერთ-ერთი ეპიზოდის კვალიფიკაცია მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის მოქმედ რედაქციას შეუსაბამა. საბოლოოდ უცვლელად დარჩა სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი და ექვსი თვე მოსახდელია, ხოლო ერთი წელი პირობითია, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.
რეაბილიტაცია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ
პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის მორალური ზიანისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი. მან მიიჩნია, რომ მორალური ზიანისათვის განსაზღვრული 10000 ლარი გონივრულ ზღვარს არ სცილდებოდა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც კანონიერად იყო დაკისრებული. პირის საჩივარი მისი მოხსნის გამო არ განხილულა, სამინისტროების საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ შეამოწმა ერთსა და იმავე კონფლიქტთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარისა და ბრალდებულის მიმართ საქმის შეწყვეტის დადგენილებების კანონიერება. პალატამ დაადგინა, რომ გამოძიება არასრული იყო, ხოლო დადგენილებების სამართლებრივი დასაბუთება წინააღმდეგობრივი და გაუგებარი. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლითაც ორივე საგამოძიებო დადგენილება გაუქმდა. სასჯელი არ დანიშნულა.
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის ვადის ათვლა
საკასაციო პალატამ განიხილა, როგორ უნდა დაითვალოს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის ვადა საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების შემდეგ. პალატის თანახმად, საქმის გამომძიებლის წარმოებაში მიღებამდე პერიოდი არ ჩაითვლება, როდესაც პირის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდებოდა და მასზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა. კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა რაიონული სასამართლოს დადგენილების დასაბუთება შეიცვალა: ვადამ შეადგინა 22 თვე და 12 დღე, ხოლო საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.3. (ამოღებულია).4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №53 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
მე-4 ნაწილში იმავე ბრალდების წაყენების აკრძალვა შეზღუდულია ამ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევით; მე-5 ნაწილიდან ამოღებულია სასამართლოში გაგზავნიდან სამართალში მიცემამდე გასული დრო.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
75-ე მუხლის მე-3 ნაწილი (განსასჯელის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ცნებები) ამოღებულია. მე-4 ნაწილში ბრალდებულად ყოფნის ვადა 24 თვიდან 12 თვემდე შემცირდა, ვადის გასვლას დაემატა დევნის შეწყვეტის ან საქმის სასამართლოში გადაგზავნის შედეგი და დაწესდა იგივე ბრალდების ხელახლა წაყენების აკრძალვა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
75-ე მუხლის მე-5 ნაწილში იმ დროის ჩამონათვალს, რომელიც მე-4 ნაწილის ვადაში არ ითვლება, დაემატა დრო, როცა ბრალდებულს იმუნიტეტი იცავდა.
75-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია დათქმა, რომ ბრალდების დადგენილება საბოლოო დასკვნის საფუძველი არ არის, ხოლო მე-5 პუნქტში ვადიდან გამოსარიცხ პერიოდებს დაემატა ავადმყოფობის პერიოდი და სასამართლოში გაგზავნიდან სამართალში მიცემამდე გასული დრო.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებხელშეკრულება საქართველ…ამნისტიის შესახებ