Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 76

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 76. ბრალდებულის უფლებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვამსხვერპლის წარმომადგენლობა - ეკონომიკურიმსხვერპლის წარმომადგენლობა - ძალადობრივიცილისწამება და რეპუტაციასხეულის დაზიანება და ცემამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის.

2.ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი. ბრალდებულს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს.

3.ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი; გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას; განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და საკუთარი ხარჯით გადაიღოს საქმის მასალის ასლები (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან); მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის. 2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი. ბრალდებულს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს. 3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი; გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას; განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და საკუთარი ხარჯით გადაიღოს საქმის მასალის ასლები (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან); მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დროს, დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 იან. 2007· გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    76-ე მუხლის მე-2 ნაწილში დადგენილების ასლის მის დამცველზე გადაცემის წესი აღარ უკავშირდება თანამდებობის პირის, რეკეტირისა და ქურდული სამყაროს წევრის სტატუსს, ხოლო თარგმნილი დადგენილების აღწერა ახლებურად არის ფორმულირებული.

  2. 12 იან. 2006· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    76-ე მუხლის მე-2 ნაწილში დაზუსტდა თარგმანის ენის ფორმულირება და დამცველისთვის დადგენილების გადაცემის წესი ქურდული სამყაროს წევრსაც გავრცელდა.

  3. 10 იან. 2006· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    76-ე მუხლში დამცველზე უარის თქმის გამონაკლისს დაემატა „ამ კოდექსის“ 81-ე მუხლზე პირდაპირი მითითება. სამართალში მიცემასა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლების ჩანაწერიდან ამოღებულია „, ამასთან“.

  4. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    76-ე მუხლში საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებული ორი უფლება ახლა სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას უკავშირდება. ამოღებულია ბრალდებულის უფლება, პროკურორთან დადოს შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე 372-ე მუხლის წესით.

  5. 23 ივლ. 2004· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    76-ე მუხლის მე-2 ნაწილი რეკეტირზეც ვრცელდება, ხოლო მე-3 ნაწილით ბრალდებულს მიენიჭა პროკურორთან ზიანის ანაზღაურების შეთანხმების დადების უფლება.

  6. 23 მარ. 2004· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    მე-2 ნაწილში ძირითადად რედაქციულად გადაკეთდა ფორმულირება, ხოლო არსებითად დაემატა წესი, რომ გამოცხადებისგან თავის მარიდებელი თანამდებობის პირი ბრალდებულის დადგენილების ასლი დამცველს გადაეცემა.

  7. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    76-ე მუხლის მე-3 ნაწილში ბრალდებულის უფლებებს დაემატა ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლის ხელზე მიღება.

  8. 14 მაი. 1999

    76-ე მუხლის პირველ პუნქტში ბრალდებულის მონაწილეობის უფლებიდან სარევიზიო ინსტანციის სხდომები ამოღებულია და დარჩა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გაუპატიურება (მუხლი 137) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებისას9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუქარა (მუხლი 151) - ადვოკატი საქართველოში9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუქარა (მუხლი 151) - ადვოკატი საქართველოში9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 8 ცვლილება · ბოლო 3 იან. 2007
  • 12 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 73მუხლი 81

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 38ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი # # # # # # # # # # #
  • 57დაზარალებულის უფლებები
  • 44ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები
  • 95იურიდიული დახმარება
  • 73დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 31საპროცესო უფლებები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა
  • 26გადასაცემი პირის უფლებები

ადვოკატთა შესახებ

  • 4ადვოკატის უფლებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 83მხარეთა საპროცესო უფლებები

პროკურატურის შესახებ

  • 24სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36264833173813857442494957376
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…სისხლის სამართლის საერ…ადვოკატთა შესახებ