საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 146¹. დაკავების კანონიერების შემოწმება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაკავებიდან გათავისუფლებული პირი ერთი თვის განმავლობაში უფლებამოსილია, დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. მიმართვიდან ათი დღის ვადაში მოსამართლე ერთჯერადად განიხილავს დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს.

2.დაკავება უკანონოა, თუ არსებითად არის დარღვეული ამ კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავების წესი ან დაკავება არ ემსახურება ამ კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.

3.დაკავება დაუსაბუთებელია, თუ არ დასტურდება ამ კოდექსის 142-ე მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.

4.თუ მოსამართლე დაადგენს, რომ დაკავება უკანონოა ან დაუსაბუთებელია, იგი დაკავებას ცნობს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად და დაუყოვნებლივ გასცემს განკარგულებას დაკავებიდან გათავისუფლებული პირისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაკავებიდან გათავისუფლებული პირი ერთი თვის განმავლობაში უფლებამოსილია, დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. მიმართვიდან ათი დღის ვადაში მოსამართლე ერთჯერადად განიხილავს დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს. 2. დაკავება უკანონოა, თუ არსებითად არის დარღვეული ამ კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავების წესი ან დაკავება არ ემსახურება ამ კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს. 3. დაკავება დაუსაბუთებელია, თუ არ დასტურდება ამ კოდექსის 142-ე მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძვლის არსებობა. 4. თუ მოსამართლე დაადგენს, რომ დაკავება უკანონოა ან დაუსაბუთებელია, იგი დაკავებას ცნობს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად და დაუყოვნებლივ გასცემს განკარგულებას დაკავებიდან გათავისუფლებული პირისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 17 იან. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    პირველ ნაწილში დადგინდა, რომ დაკავებიდან გათავისუფლებულ პირს შუამდგომლობით მიმართვის უფლება ერთი თვის განმავლობაში აქვს, ხოლო მოსამართლე მიმართვიდან 10 დღეში განიხილავს; მე-4 ნაწილში დაკავება შეიძლება ცნობილ იქნეს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად.

  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    ახალი 146¹ მუხლი ადგენს დაკავებიდან გათავისუფლებული პირის შუამდგომლობით დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის სასამართლო შემოწმებას 10 დღეში, უკანონობისა და დაუსაბუთებლობის კრიტერიუმებს და კომპენსაციის გადახდის განკარგულებას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222314724724540113141142145174176175397¹ (დ…146¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…