საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 198. დაყადაღებული ქონების შენახვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაყადაღებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.

2.ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.

3.დაყადაღებული და ამოღებული ქონება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ქონებისა, ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაყადაღებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს. 2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. 3. დაყადაღებული და ამოღებული ქონება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ქონებისა, ილუქება და შესანახად რჩება მესაკუთრესთან, მფლობელთან ან ბრალდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრთან. ამ პირებს უნდა განემარტოთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ ქონების გასხვისებისა თუ გაფუჭებისათვის, რის შესახებაც მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №94 · ძალაშია 1 სექ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    198-ე მუხლის პირველ ნაწილში ფულის შეტანის ადგილად სასამართლოს დეპოზიტის ნაცვლად განისაზღვრა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიში. შესანახად გადაცემის ადრესატებიდან ამოღებულია ადგილობრივი მმართველობის ორგანო და დარჩა მხოლოდ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.

  2. 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის წესს დაემატა გამონაკლისი — ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ქონება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
377404849249196¹1531527995242241198
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სანოტარო მოქმედებათა შ…